კობა დავითაშვილი: "ოცნებას" "ნაციონალებთან" გარიგება დაღუპავს
- პიარკამპანიას, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ეწეოდა, როდესაც ხალხს სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა. ყველა ხედავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა ხალხს დაპირებულის სანაცვლოდ "ნაციონალებთან" კოჰაბიტაცია შესთავაზეს. კოჰაბიტაცია არ არის ხალხის სურვილი, დაკვეთა. ამისთვის ხმა არავის მიუცია. ქართველი ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება.
საზოგადოება უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ფარულ შეხვედრებზე ალაპარაკდა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ვიცი, რომ ფარულად ხვდებიან და მათი განსჯის საგანი მხოლოდ საპარლამენტო საკითხები არ არის, როგორც ამას უსუფაშვილი ამბობს. მე უფრო მეტიც ვიცი, ბაქრაძეს ფარულად საგანელიძეც ხვდება.
- ფიქრობთ, რომ შესაძლოა მათ შორის საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებით რაიმე გარიგება მოხდეს?
- გამორიცხული არაფერია. თუ ასე მოხდა, ეს "ქართული ოცნებისთვის" დამღუპველი იქნება.
http://www.kvirispalitra.ge/politic/18647-..._ref_map=%5B%5D