მოკლედ შაბათს მაქვს გამოცდა ტექნიკურ უნივერსიტეტში
მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები
სულ არი 150 ტესტი
ხოდა იქნებ მიმასწავლოთ ვინმე კარგი მცოდნე რომ დამეხმაროს ტესტების ამოხსნაში (მე სხვა ფაკულტეტი მაქ დამთავრებული ბაკალავრიატი) და რა თქმა უნდა ავანაზღაურებ ცოდნის გადმოცემას (

)
მაგალითისთვის ტესები:
ტესტი #1
პოლიტიკური რეალიზმის თანახმად,
1. პოლიტიკა იმართება ეკონომიკური კანონებიდან გამომდინარე.
2. პოლიტიკა, ისევე როგორც საზოგადოება, იმართება ობიექტური კანონებით.
3. პოლიტიკა იმართება კონსტიტუციიდან გამომდინარე.
4. პოლიტიკა იმართება მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურთა სუბიექტური მოსაზრებებით.
ტესტი #2
საერთაშორისო პოლიტიკა არის:
1. მთავრობის ადმინისტრირებისა და სამართლის სფერო.
2. მთავრობათა ურთიერთშეთანხმების სფერო.
3. მთავრობათა ძალის, ბრძოლისა და ურთიერთშეთანხმების სფერო.
4. მთავრობათა შორის პოლიტიკური ბრძოლის სფერო.
ტესტი #3
საერთაშორისო სისტემა არის:
1. შეზღუდვებისა და შესაძლებლობების ერთობლიობა, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები, ჯგუფები და სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების დაცვას ცდილობენ.
2. სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ინტერესების ერთობლიობა, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები, ჯგუფები და სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების დაცვას ცდილობენ.
3. სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური ინტერესების ერთობლიობა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების დაცვას ცდილობენ.
4. განსხვავებული ერთეულების ერთობლიობა, რომელსაც ანარქიულობა ახასიათებს.
ტესტი #4
ირედენტიზმი თანამედროვე პოლიტიკური გაგებით ნიშნავს:
1. ნებისმიერ ტერიტორიულ მოთხოვნებს, რომელიც კულტურული თვალსაზრისით ერთ სახელმწიფოს გააჩნია მეორის მიმართ.
2. ნებისმიერ ტერიტორიულ მოთხოვნებს, რომლებიც სუვერენულ ეროვნულ სახელმწიფოს გააჩნია მეორე სახელმწიფოს მიმართ.
3. ნებისმიერ ტერიტორიულ მოთხოვნებს, რომლებიც ბუფერულ სახელმწიფოს გააჩნია, ნახევრადდამოუკიდებელი მეორე სახელმწიფოს მიმართ.
4. ნებისმიერ ტერიტორიულ მოთხოვნებს, რომლებიც ბუფერულ სახელმწიფოს გააჩნია მეორე სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
ტესტი #5
სეცესია ნამდვილ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა სუვერენულობის პრინციპზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, რადგან:
1. იგი ეროვნული უმცირესობის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს ერთიანობას.
2. იგი ეროვნული უმცირესობის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე არღვევს მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო კავშირს.
3. იგი ეროვნული უმცირესობის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე არღვევს დიდი შვიდეულის ეკონომიკურ კავშირებს.
4. იგი ეროვნული უმცირესობის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე ამწვავებს სახელმწიფოთა შორის დავას ტერიტორიულ საკითხზე.
ტესტები სრულად:
http://gtu.ge/study/scavleba/testebi%20sae...rtiertobebi.doc