ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ველისციხეში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამართა. მარგველაშვილს ძირითადად საჯარო სკოლების პედაგოგები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს. ველისციხის სკოლის დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტივში რომ არ მოხვედრილიყო, კამერას რამდენჯერმე დაარტყა.
ველისციხეში შეხვედრა კულტურის სახლის წინ გაიმართა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგმა განუცხადა, დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა დღეს, დილით, როცა სკოლაში მასწავლებლები შეიკრიბნენ, გამოაცხადა, რომ ისინი 12:00 საათისთვის მარგველაშვილთან შეხვედრაზე უნდა წასულიყვნენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრაზე სკოლის დირექტორიც დააფიქსირა, თუმცა როგორც კი შეგვნიშნა, შეხვედრის ადგილი დატოვა და მაღაზიაში შევიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მას ჰკითხა, რატომ იყო სამუშაო საათებში შეხვედრაზე. ნინო ნესუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კამერას 3–ჯერ დაარტყა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ნესუაშვილი იტყუება.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ველისციხის თეატრის თანამშრომლებიც. თეატრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ველისციხის შემდეგ მარგველაშვილმა შეხვედრა გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე გამართა. სპეციალურად შეხვედრისთვის გზა წინასწარ გადაიკეტა, რადგან სცენა დაამონტაჟეს, თუმცა გზის გადაკეტვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებია. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. მათ განმარტეს, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რაც არ ჩანდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეებიც, მათ შორის გამგეობის თანამშრომლები, თუმცა შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა, რის გამოც მათ დროის ამ მონაკვეთში კანონი არ დაურღვევიათ. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეები, გამგეობის კულტურის, სპორტის, სამსახურის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლები, შეხვედრის ადგილზე, 14:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ, ვიდრე მარგველაშვილმა გურჯაანი არ დატოვა.
ორივე შეხვედრას ესწრებოდა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის – ცენტრის მენეჯერი ზაზა თოდაშვილი. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრია. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიაა, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული მმართველი, „ქართული ოცნების“ წევრი აკაკი ბეგაშვილი მართავს.
გურჯაანის შემდეგ მარგველაშვილი საგარეჯოში გაემგზავრა. საგარეჯოში შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო. შეხვედრას საგარეჯოშიც ძირითადად პედაგოგები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიბარეს მოსწავლეთა მშობლები საჯარო სკოლებში, სადაც მათ სასწავლო წიგნები გადასცეს. წიგნების გადაცემის შემდეგ მშობლები მარგველაშვილთან შეხვედრას შეუერთდნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, მსახიობები და რეჟისორები.
გი–ორ–გი, გი–ორ–გი... საჯარო მოსამსახურეები მარგველაშვილის დასახვედრად!მოგვატყუეს მაკარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ
რაც ყველაზე მეტად მიშლიდა ნერვებს წინა მთავრობის დროს იგივე ღ ლე ობაა რააა
რაც შეეხება იმ ხალხს ვინც მივიდა ნებაყოფლობით და დიდი სიხარულით ამ შეხვედრაზე, დაფიქრებას ვურჩევ, ჩემი მოკლე ჭკუით, დემოკრატია ს ი რობა ნუ გგონიათ
შარკის დამიძახეთ ბატონებო