forumeli64
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10
|
#37958227 · 10 Sep 2013, 18:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკოსთა მიერ მოწოდებულ ფაქტებს დღეიდან Demagog.ge გააკონტროლებს 10-09-2013, 15:36 წაკითხულია: 93
ახალგაზრდული ორგანიზაცია "დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტის" წევრები დღეიდან ახალი პროექტის Demagog.ge-ის განხორციელებას იწყებენ. პროექტის მიზანია საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარება და პოლიტიკოსების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ფაქტების გადამოწმება. დღესვე ფუნქციონირებას იწყებს საიტი - www.demagog.ge,, სადაც პროექტზე მომუშავე გუნდის მიერ მომზადებული მასალები განთავსდება. პროექტი მისი ჩეხური და სლოვაკური ანალოგის გამოცდილებას ეფუძნება. "დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი" სლოვაკეთის მართვის ინსტიტუტის პარტნიორია და აღნიშნული პროექტი ვიშეგრადის ფონდის მიერ ფინანსდება.
როგორც დღეს "თაიმერის" პრეს-კლუბში პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ობიექტური, მიუკერძოებელი, მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდების მიერ შემოწმდება. საიტზე დღეს პირველი პოსტი დაიდება, შემდგომ კი ის პერიოდულად, კვირაში ერთხელ განახლდება. როგორც დღესვე გახდა ცნობილი, პირველი პოსტი ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს შეეხება. ფაქტების შემოწმებისას, ახალგაზრდები სხვადასხვა უწყების საჯარო ინფორმაციებს ასევე, საინფორმაციო საშუალებების საარქივო მასალებს დაეყრდნობიან.
"ეს არ ნიშნავს პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების შემოწმებას. დაპირებები, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატებს აქვთ, ან პოლიტიკოსებს, რომლებიც პრეს-კონფერენციას აწყობენ გარკვეული თემების შესახებ. ასეთი რამ ვერ შემოწმდება, ანუ ის, რაც მომავლისთვისაა დაგეგმილი. მოწმდება კონკრეტული ფაქტები, მაგალითად, როდესაც იყენებენ სტატისტიკას, რაც შეიძლება იყოს სიმართლე, მაგრამ შეიძლება იყოს დაუზუსტებელი და შეცდომაში შემყვანი. ჩვენ დასაზუსტებლად საჯარო ინფორმაციას გამოვიყენებთ. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსები დღეს სხვა რამეს ამბობენ, ორიოდე თვის წინათ კი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით სხვა მონაცემი აქვთ გამოყენებული. ამის გადამოწმებაც მოხდება". - განაცხადა "დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ნინო წულაიამ.
ახალგაზრდა გუნდი შერჩევის პრინციპით არ იმოქმედებს. მათი შემოწმების ობიექტი, შესაძლოა ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი ფაქტი გახდეს.
აღნიშნული საიტები უკვე საკმარისი პოპულარობით სარგებლობენ სლოვაკეთსა და ჩეხეთში და კვირაში 25 ათასამდე მომხმარებელი ჰყავთ .
"მე სლოვაკეთში პროექტ Demagog -ის თანადამაარსებელი ვარ. ის პირველად სლოვაკეთში 2010 წელს დაარსდა. ამის შემდეგ, 2012 წელს, საქმიანობა ჩეხეთში გავაფართოვეთ. ჩეხეთში ვსწავლობდით და იქ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებით დაინტერესებულნი არიან. მოხარულნი ვართ, რომ ამის კეთებას საქართველოში ვიწყებთ. პერსონალურად მე, მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებს, სტუდენტებს სრულიად ახალ დონეზე საჯარო დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. ასეთი სიტუაცია იყო სლოვაკეთში 2010 წელს, როდესაც პროექტის კეთება სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ". - განაცხადა პროექტის ავტორმა და ინიციატორმა, სლოვაკეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მათეი ჰრუშკამ.
სლოვაკეთში Demagog.ge-ს მუშაობაზე პროექტის კოორდინატორმა, რიჩარდ ტურჩანმა ისაუბრა. მისი თქმით, სლოვაკეთსა და ჩეხეთშიც, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ მათ დასკვნებს.
"ხშირად მომხდარა, რომ ჩვენს დასკვნებს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ემოციის დონეზე და არა ფაქტებით. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკოსსა თუ პარლამენტის წევრს აქვე რაიმე ინფორმაცია და სურს ის ჩვენს ანალიზში ჩავამატოთ, მან ბმულები ან დოკუმენტი უნდა გამოგვიგზავნოს. ჩვენ მათ ვამოწმებთ, ვახარისხებთ და ჩვენს ნაშრომს ვამატებთ". - განაცხადა ტურჩანმა.
პროექტის უცხოელი პარტნიორების განცხადებით, საქმიანობის საქართველოში გაფართოებაზე ფიქრი ერთი წლის წინ დაიწყეს. იმედოვნებდნენ, რომ საქართველოში ამ პროექტის განხორციელება კარგი იქნებოდა, რადგან აქ პოლიტიკაზე ბევრს მსჯელობენ, დაინტერესებულნი არიან, ასევე არჩევნები ახლოვდება და ამ სახის პროექტით საზოგადოება დაინტერესდებოდა.
"ვიშეგრადის ფონდს, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს, ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფად საქართველო ჰყავს არჩეული. ამ რეგიონით არის დაინტერესებული. აქ ამგვარი პროექტის განხორციელებისთვის კარგი შესაძლებლობაა" - განაცხადა მათეი ჰრუშკამ.
გუნდის ქართველი წევრები აპრილში სლოვაკეთში იმყოფებოდნენ. მათ ტრენინგები გაიარეს და პრეზენტაცია ჩაუტარდათ. ასევე იყვნენ ჩეხეთში, სადაც იქაური განყოფილების მუშაობას დააკვირდნენ. სლოვაკი სტუმრები საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ ტრენინგებს.
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|