"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ონის გამგებელზე ზეწოლაში ადანაშაულებს
12:26 09-09-2013
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ონის გამგებელზე ზეწოლაში ადანაშაულებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ონის გამგებელსა და მის მოადგილეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მათი ინფორმაციით, ონის გამგებელი კობა გამყრელიძე დღეს გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ გააკეთა განცხადება საქართველოს რეგიონებში თვითმმართველობებსა და გამგეობებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტების შესახებ. ხელისუფლების (განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების) განსაკუთრებულ აგრესიას ადგილი აქვს იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.
ამ ერთი წლის განმავლობაში თანამდებობები მხოლოდ იმ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნეს, რომლებმაც თავის პარტიულ კუთვნილებაზე უარი თქვეს და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ რომელიმე პარტიაში გადაინაცვლეს ან უპარტიოები გახდნენ.
თუმცაღა აღმოჩნდნენ "ურჩებიც", რომლებმაც ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად მაინც არ თქვეს უარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრობაზე. ასეთების მიმართ ხელისუფლება უფრო მკაცრ მეთოდებზე გადავიდა. ამის მაგალითია სრულიად აბსურდული მიზეზებით ადიგენის გამგებლის, მარტვილის გამგებლის მოადგილის, ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების არარსებობის გამო, ეს პირები არსებით განხილვამდე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულნი არიან, მაგრამ შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ისახავს მიზნად მიღწეულია - ისინი თანამდებობებს აღარ იკავებენ.
ბოლო განცხადება ენმ-ს მხრიდან ამ თემაზე ა.წ. 5 სექტემბერს გაკეთდა, სადაც ის რაიონები იყო ჩამოთვლილი, სადაც ბოლო პერიოდში ზეწოლამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო: მარტვილი, ვანი, ონი.
როგორც ჩანს, დადგა ონის ჯერი. ბოლო ერთი თვეა ონის გამგებელზე, კობა გამყრელიძეზე და მის მოადგილეებზე, თეიმურაზ გრძელიშვილსა და მიხეილ ბიძიშვილზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა ისინი გადადგნენ თანამდებობიდან. ამის შედეგად თეიმურაზ გრძელიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა და მის ადგილას დაინიშნა ნუგზარ ბიჭაშვილი, ონის პოლიციის ყოფილი უფროსი. ნუგზარ ბიჭაშვილი რამდენიმე წლის წინ გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან სამსახურეობრივი გადაცდომის გამო (საქმე შეეხებოდა მკვლელობისთვის დაპატიმრებული მისი ნათესავისადმი ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას).
რაც შეეხება მოქმედ გამგებელს, კობა გამყრელიძეს, მის მიმართ თავდაპირველად დამოკიდებულება განსხვავებული იყო, მას სთავაზობდნენ სამსახურს - ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეობას. უარის შემდეგ საქმეში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ, შედგა არაერთი შეხვედრა - ემუქრებიან მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის პრობლემების შექმნით.
მთელი ამ პროცესის ორგანიზატორები არიან და უშუალოდ ხელმძღვანელობენ პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიშვილი.
9 სექტემბერს, 12 საათზე დანიშნულია ონის საკრებულოს სხდომა, სადაც ჩვენი იფორმაციით, კობა გამყრელიძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...nashaulebs.html
პ.ს. აგი გამგებელი გახლავთ ოქტომბრამდე პოლიის უფროსი, არჩევნების შემდეგ გადაიყვანეს გამგებლად.
ლევანი-მ-ს ძმაკაცი, არჩევნების წინა პერიოდში ერთობლივად დაგეგმილი ოპერაციებით ძუკნებივით დაარბენინებდნენ ხალხს ოჯახებში და აშინებდნენ. უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ პოლ უფროსი (ახალნდელი გამგებელი) და საკრებულოს თავჯმდომარე, რათქმაუნდა ლევანი-მ უწევდათ სრულ კოორდინაციას და აძლევდა მითითებებს როგორც რაჭა-ლეჩხუმში ნაცების წინასაარჩევნო წარმომადგენელი.
------