"სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წამებას ვიდეოკამერით იღებდნენ" (ექსკლუზივი)
ბატონო გია, ის ინფორმაცია თუ შეეფერებოდა სიმართლეს, რომ 2008 წლის ომის დროს გირგვლიანის მკვლელები სასჯელაღსრულების მეათე დაწესებულებიდან გაიყვანეს?
- კი, ასე იყო. ორჯერ მოვიდნენ ბაჩო ახალაია და კახა ბუცხრიკიძე და გამოაცხადეს, ვისაც იარაღის რამე გაეგება, ომში უნდა წავიყვანოთო. ცხადია, მსურველი ბევრი გამოჩნდა. ჰოდა, გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულებმა შეადგინეს 130-კაციანი სია, სადაც შეიყვანეს შევარდნაძის დროს ტერაქტის მცდელობის ბრალდებით გასამართლებულები, ყოფილი პარტიზანები და ა.შ. საბოლოოდ კი ეს ოთხეული გაიყვანეს გარეთ, სხვები კი 28 აგვისტოს უკან დააბრუნეს. მოკლედ, სხვა პატიმრები "გადააგდეს".
- თქვენ ისიც თქვით, რომ გირგვლიანის საქმეზე მამხილებელი ვიდეოფირების ნაწილი საზღვარგარეთ ინახება.
- დიახ, გამოძიებას თავად ვუთხარი, თუ სად შეიძლება ინახებოდეს ეს ვიდეოფირები, მაგრამ პროკურატურამ რატომღაც არ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ვიცი, რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წამებას ვიდეოკამერით იღებდნენ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/18584-...eqskluzivi.html