#37938754 · 9 Sep 2013, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ფორუმელებო
გადავხედე სარჩევს, ფორუმის საძიებო სისტემაც გამოვიყენე და ჟოლოზე თემას ვერსად მივაგენი.
ქსე-დან დავწერ:
ჟოლო არის მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახიდან. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული. მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.
ახლა კი მაინტერესებს და თუ ვინმემ იცით, დაწერეთ. თბილისის მახლობლად ჟოლო სად შემიძლია ვნახო და სად არის ზოგადად სუფთა და კარგი ადგილები ჟოლოს საკრეფად..
--------------------
param parampo
|