საყოველთაოდ ცნობილია რომ მორწმუნე და ასევე კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები ერთგვარი შიშით და უნდობლობით უყურებენ ტექნიკურ სიახლეებს და საერთოდ მეცნიერების მიღწევებს რადგან ხანდახან მათ ზიანი მოაქვთ ხოლმე კაცობრიობისათვის. მაგრამ არა მგონია რომელიმე ჩვენგანი დათანხმდეს ასეთ ცხოვრებას:

ანუ ჩვენ გვიხდება მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებთან შეგუება და გამოქვაბულში კი ნამდვილად არავინ წავა თუ ერთეულ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. ყველას გვიფრენია თვითმფრინავით (ამაზე წაკითხული მაქვს რომ როცა ავიაცია იბადებოდა ჰაერში ფრენა თურმე ეშმაკის საქმედ მიაჩნდათ!), ყველანი ვიყენებთ ტელევიზორს და კომპიუტერს, ვრეკავთ შორეულ კონტინენტებზე და ა.შ.
მაგრამ მიუხედავად ამისა ახლაც შეხვდებით ადამიანებს რომლებიც აშკარად უარყოფითად არიან განწყობილი მეცნიერება და ტექნიკისადმი, მაგალითად ბევრს სრულიად დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის კლონირება იმ საბაბით რომ ეს „ხელოვნურია“, დაუშვებლად მიაჩნიათ გენმოდიფიცირებული საკვებით კვება და ა.შ.
საინტერესო კია დავფიქრდეთ რაღა დარჩა ჩვენს სამყაროში ბუნებრივი? აი, ავიღოთ იგივე საკვები, ნუთუ ვინმე ფიქრობს რომ რასაც ყოველდღიურად ვჭამთ ბუნებრივია? მე მგონია რომ არა

არცერთი ჩვენგანი არ ჭამს უმ ხორცს, ან ვხარშავთ და ან ვწვავთ და ეს სწორედ რომ ხელოვნური საკვებია,
ხელოვნური ყველაზე პირდაპირი გაგებით-
ხელით ვწვავთ და ვხარშავთ ხორცს, თქვენ გაგისინჯიათ უმი ხორცი?
ამას გარდა-რომელი ჩვენგანი იყენებს მცენარეულ საკვებს რომელსაც ველური ჯიშებისგან მოვიპოვებთ? მგონი არ შევცდები თუ ვიტყვი რომ არავის არ გაუსინჯავს სიმინდის, ხორბლის და რომელიმე ხილის ველური სახეობა, მათ ალბათ ვერც გავსინჯავთ-იმდენად უცნაურად მოგეჩვენებათ მისი გემო (გაგისინჯავთ სადმე ლაშქრობაში ველური ვაშლი ან მსხალი? მოგწონებიათ?) და ამიტომ ყველანი ვიყენებთ სწორედ ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშებს. გაზქურა, რომელსაც ვიყენებთ საკვების მოსამზადებლად ასევე ხელოვნურია, იგი ბუნებაში არ მოიპოვება.
ყველაფერი ხელოვნურია რასაც ჩვენ ვიყენებთ. ხელოვნურია მაკრატელი რითიც თმას ვიჭრით (გიცდიათ თმის მოშვება 10 წლის განმავლობაში?), სამმართებელი რითიც წვერს ვიპარსავთ, თქვენ წარმოიდგინეთ ფეხსაცმელიც კი რაც გვაცვია ხელოვნურია-იგი ბუნებრივად არ არსებობდა.
ჰოდა გამომდინარე აქედან რა საფუძველი აქვს მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებისადმი ამრეზით ყურებას? სად გადის (თუ გადის საერთოდ) ხელოვნურობისადმი ზღვარი რომლის იქით მართლა არ შეიძლება წასვლა? მე მგონია რომ პრინციპში ყველაფერი ნებადართული უნდა იყოს, ან კი რა მოტივით უნდა ავკრძალოთ ესა თუ ის მიღწევა? ჯერ კაცმა არ იცის მომავალში რას მოგვიტანს.........
This post has been edited by არწივი9 on 30 Oct 2011, 19:17