
კომპანია "
INNOVATE" აცხადებს ვაკანსიას
უმცროსი ვებ-დეველოპერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:** უფროს ვებ-დეველოპერთა ჯგუფის და პროექტების მენეჯერის ასისტირება;
** ვებ-გვერდების გრაფიკული დიზაინის კონვერტაცია პროგრამულ კოდში;
** ვებ-გვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
** ტექსტური და ფოტო მასალის განთავსება ვებ-გვერდზე.
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:• Markup-ის ენების ცოდნა: HTML, XHTML, CSS
საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.
გრაფიკული რედაქტორების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDRAW.
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:** PHP, MYSQL, java[ertad]script (Ajax; jQuery) ცოდნა;
** Wordpress სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** Adobe Flash ცოდნა.
უნარჩვევები:• მიზანმიმართული
• შედეგებზე ორიენტირებული
• პუნქტუალური
• ოპერატიული
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
• კომუნიკაბელური, ორგანიზებული
• ლოგიკური აზროვნების უნარი
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
• დამაჯერებლობა (რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით)
• გამართული მეტყველება
• გუნდში მუშაობის უნარი
• დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენთან მუშაობის უპირატესობა:** რეალურ პროექტებზე ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების შეძენა;
** პროფესიული და თანამდებობრივი ზრდის პერსპექტივა;
** მეგობრული კოლექტივი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ხელფასი:
300-500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით და ზრდის პერსპექტივით).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV თანდართული ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე:
hr@innovate.ge.
არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ. ფოსტის მეშვეობით.