სელის დართვის პირველი ნიმუში ძოძუანას მღვიმეში ექსპედიციამ 2009 წელს აღმოაჩინა. ძაფის ბოჭკოები 32000 წელს ითვლის.
მანამდე კი უძველეს ძაფად ჭინჭრისგან დამზადებული ძაფი ითვლებოდა, რომელიც 29000 წლის წინანდელია
და რომელიც ჩეხეთში აღმოაჩინეს.
არქეოლოგ თენგიზ მეშველიანის თქმით, ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ზედაპალეოლითური ხანის
ველური სელის დართვის პირველი ნიმუში იმ ათ ყველაზე დიდ აღმოჩენათა შორის შევიდა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს.
",,ახლახანს შეგვატყობინეს, რომ ამერიკელმა მკვლევარებმა და მეცნიერებმა დაასახელეს 10 ისეთი არქეოლოგიური ღირებულება,
რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში შეიტანეს ღირებული ცვლილება. მათ შორის არის ძოძუანას აღმოჩენა,
როდესაც ველური სელისგან პირველად დაირთო ძაფი," – ამბობს არქეოლოგი.
წყარო:
http://news.ge/ge/news/story/22455-aghmochena-chiaturashi