ამ წუთებში „იმედის“ შენობიდან თანამშრომლები გაჰყავთ
როგორც „ინფო ი9“-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ზე შევიდა. შსს-ში განმარტავენ, რომ ადგილზე სამართალდამცავები და კინოლოგთა სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და საგამოძიებო ოპერაციებს ახორციელებენ.
ამის გამო 14:00 საათზე, „ქრონიკამ“ მუშაობა შეწყვიტა.
ბომბს ეძებდნენ დღეს „რუსთავი 2“-ც.
დღეს, 12 სექტემბერს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს.
გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილება აწარმოებს.
http://info9.ge/?l=G&m=108&f=0&id=19290როგორც წესი ასეთ დროს შუსუსუ ამონტაჟებს ხოლმე მოსასმენებს
პარლამენტში ცრუბომბის შეტყობინებაც ეს თემა იყო .
შეთქმულების თეორიაც დავდე