ბულგარეთის პროკურატურამ განაცხადა რომ ვადის გასვლის გამო დაიხურა დისიდენტი გიორგი მარკოვის საქმე რომელიც 1978 წლის 7 ნოემბერს ლონდონში მოკლეს. მარკოვი ბულგარელი დისიდენტი იყო საბჭოთა ბულგარეთიდან 1968 წელს გაიქცა და ბი-ბი-სის ბულგარულ განყოფილებაში მუშაობდა. 1978 წლის 7 ნოემბერს ვატერლოოს ხიდთან ახლოს ვიღაც ქოლგიანმა მამაკაცმა გვერდით ჩაუარა მარკოვს(ამ დროს მან უმნიშვნელო ჩხვლეტა იგრძნო). სახლში მისული მარკოვი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა და მხოლოდ გვამის გაკვეთისას იპოვეს მის თეძოში ძალიან მცირე ზომის ტყვიისგულა რომელშიც ძლიერი ტოქსიკური შხამის ნარჩენები აღმოჩნდა. საქმეს სკოტლონდ იარდი იძიებდა და რეზონანსული აღმოჩნდა. თავიდან სოციალისტური ბულგარეთის სპეცსამსახურებზე იყო ეჭვი მაგრამ აღმოჩნდა რომ მარკოვის ლიკვიდაციაში საბჭოთა რუსეთის კგბ-ს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.... ბულგარულ არქივებში ნაპოვნია დოკუმენტი სადაც მაშინდელი ბულგარეთის მმართველი თეოდორ ჟივკომა ამ საქმის წარმატებული ჩატარების გამო დააჯილდოვა 14 ბულგარელი და ერთი საბჭოთა რუსეთის კაგებეს ოფიცერი(ალბათ ამ საქმის კურატორი და შხამის მიმწოდებელი)--http://www.svoboda.org/content/article/25102435.html... ------------------------------------------------უკრაინელი და ქართველი პატრიოტების განადგურება ემიგრაციაში 30-50 წლებში, ბალტიელი დისიდენტების მასობრივი მკვლელობეი, იანდარბეევის ლიკვიდაცია არაბული ქვეყნის ცენტრში, ლიტვინენკოს მკვლელობა ლონდონში და მრავალი სხვა ისტორიები ნათლად აჩვენებს რუსული სპეცსამსახურებისა და მთლიანად რუსული სახელმწიფის სახეს და მეთოდებს მიუხედავად იმისა რა დროა რა წყობაა ამ ქვეყანაში. რუსეთის ერთერთი მთავარი იარაღი პოლიტიკაში როგორც წარსულში ისე დღეს არი პოლიტიკური ტერორი და შანტაჟი მისი ყველაზე ამაზრზენი ფორმით........................ სურათზე გიორგი მარკოვი.
მიმაგრებული სურათი