http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kriminali/3549034 წლის ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელსაც 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ბრეივიკი პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე დაუსწრებლად ისწავლის. ის ციხეში გააგრძელებს სწავლას და არა - პირდაპირ უნივერსიტეტში. მას არ ექნება უნივერსიტეტის პედაგოგებთან პირდაპირი კონტაქტი.
ოსლოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ოლე პეტერ ოტერსენის განცხადებით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს. მისივე განცხადებით, ბრეივიკს არ ექნება უნივერსიტეტის კამპუსებში მისვლის უფლება.
რამდენიმე თვის წინ ანდერს ბრეივიკს უარი ეთქვა უნივერსიტეტში მიღებაზე სათანადო კვალიფიკაციის არქონის გამო, რადგან მას არ აქვს სკოლა დამთავრებული და შესაბამისად, არ გააჩნია საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, ბრეივიკმა ამ ხნის განმავლობაში შეძლო სხვადასხვა საგანში მომზადება და გამოცდების ჩაბარება.
2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მდებარე სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოაწყო, რომელსაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. იმავე დღეს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ის ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა, სადაც სროლის შედეგად 69 ადამიანი დახოცა, რომელთა შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი.
This post has been edited by Robert_Lokamp on 13 Sep 2013, 14:54