მიუნხენში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება - ამის შესახებ sazogadoeba.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ თავმჯდომარემ, მიხეილ დიაკონიძემ აცნობა. მისი თქმით, ხსენებული ინიციატივა, რომელიც პროექტ "წიგნი-ერის" ფარგლებში განხორციელდება, გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს ეკუთვნით.
მიხეილ დიაკონიძე: ჩვენი ორგანიზაციას გერმანიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები დაუკავშირდნენ (აღსანიშნავია ქართველი სტუდენტის ზურაბ დოგრაშვილის აქტიური ჩართულობა). სწორედ მათი ინიციატივითა და ჩვენი ორგანიზებით იგეგმება ქართული ბიბლიოთეკის გახსნა მიუხენში წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული სამრევლოს ტაძარის ტერიტორიაზე (Kristalstrasse 8, 80995 München.). ინიციატივა პროექტ ,,წიგნი-ერის“ ფარგლებში განხორციელდება. პირველ ეტაპზე სამკითხველო ოთახი 800-დან 900 წიგნამდე დაიტევს, შემდეგ კი მისი გაფართოებაა დაგეგმილი. ქართული ბიბლიოთეკა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სულიერი საზრდოს მიღების საშუალება იქნება, ხოლო გერმანელი ხალხს ქართულ ლიტერატურისა და კულტურის გაცნობის კარგი შესაძლებლობა მიეცემა. ეს პირველი პრეცედენტია და მას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება, თუ რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ექნებათ ამის სურვილი.
არსამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრი“-ს წევრებმა თანადგომისათვის უკვე მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ გურამ ოდიშარიას.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=3029
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)