პლასტელინა ფილოსოფოსი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 6 აგვისტოს შეავსო. ოჯახში ცხოვრობენ მამა - თეიმურაზ მარგველაშვილი, დედა - მზეანა გომელაური და შვილი - ანა მარგველაშვილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას, გიორგი მარგველაშვილის სახელზე რეგისტრირებულია დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე 750 კვმ; 946 კვმ და 1200 კვმ-იანი მიწის ნაკვეთები და 200 კვმ-იანი საცხოვრებელი სახლი. მის საკუთრებაშია 120 კვმ ფართობის სახლი თბილისში, იაშვილის ქუჩაზე, ხოლო ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე 165 კვმ-იანი სახლი მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. გიორგი მარგველაშვილს ორი სახელფასო ანგარიში აქვს - ”თიბისი” და ”ქართუ” ბანკებში. პირველზე 10.829 ლარის, ხოლო მეორეზე - 31.640 ლარის ოდენობის თანხა ერიცხება. ასევე აქვს 4.593 ლარის ოდენობის ანაბარი ”თიბისი ბანკში”. მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, რექტორისა და ლექტორის თანამდებობებზე მუშაობისას, წლის განმავლობაში ხელფასის სახით 57.347 ლარი მიიღო. ყოფილი მინისტრის დედას - მზეანა გომელაურს კი, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორს, წლიური ხელფასის სახით 1.931 ლარი დაერიცხა. გარდა ამისა, პენსიის სახით, მზეანა გომელაურმა და თეიმურაზ მარგველაშვილმა 1.440-1.440 ლარი მიიღეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა ”გროშჰადენში”, გიორგი მარგველაშვილის სახელზე 20 ათასი ევრო ჩაირიცხა, რომლიდანაც 7.500 ევრო აქვს დარჩენილი. მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებსა და პირად ავტომობილებს არ ფლობენ
უხერხემლო თიხის კაცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
'ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 24 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - მაკა მეტრეველი, შვილები - ეკატერინე და ნინო. მამა - შუქრი ბაქრაძე და დედა - ლილი ბაქრაძე. დავით ბაქრაძის
სახელზეა რეგისტრირებული 213 კვმ ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ლარსის შესახვევის #3-ში და 28 კვმ-იანი ავტოფარეხი, ამავე მისამართზე. ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 339 კვმ-იანი მიწის ნაკვეთი თბილისში, ტიბაანის ქუჩის #21-ში და 287 კვმ ფართობის საცხოვრებელ სახლი სურამში. 9 აპრილის ქუჩის #96-ში არსებული 1 000 კვმ-იანი მიწის ნაკვეთსა და 150 კვმ ფართობის საცხოვრებელ სახლში 33%-ს ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენ წილს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილები ფლობენ. დავით ბაქრაძემ გასულ წელს ხელფასის სახით, ჯამში, 92.742 ლარი აიღო, იმავე წელს მისი სამივლინებო ხარჯები 19.328 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, ”ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატს ”თიბისი ბანკის” ანაბარზე ერიცხება 50 ათასი დოლარი. რაც შეეხება ხარჯს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გასულ წელს, ქალიშვილის, ეკატერინე ბაქრაძის განათლებაში 9.500 ლარი დახარჯა, 1.887 ლარი ქონების გადასახადის სახით გადაიხადა, 5 ათასი ლარი კი საცხოვრებელი ბინის რემონტი დაუჯდა.
ნა ვერტელე გამტრაკებელი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კობა დავითაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 20 დეკემბერს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - ინგა ბიწაძე, შვილები - ლუკა, თორნიკე, მათე, ბართლომე და ანდრია დავითაშვილები. კობა დავითაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 55 კვმ ფართობის ბინა თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის #73-ში. ”ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე, დავითაშვილს 2.000 ლარი ერიცხება, თუმცა დეკლარაციაში მითითებული აქვს მისსავე ანგარიშზე არსებული 10.000 ლარიც.
გალსტუკიანი ხვლიკი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ ბოლო დეკლარაცია 2012 წლის მაისში შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - თათია თოფურია, შვილები - თეკლა და მაკინე თარგამაძეები და დედა - ჟანა ვაჩეიშვილი. გიორგი თარგამაძის სახელზეა რეგისტრირებული 50 კვმ-იანი ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე 31/10-ში, თათია თოფურიას სახელზე კი რეგისტრირებულია 300 კვმ-იანი ბინა თბილისში, ჭონქაძის #7-ში. თარგამაძე ასევე ფლობს 400 კვმ ფართობის საცხოვრებელ სახლს წყნეთში, გურამიშვილის #30-ში, ასევე 70 კვმ-იან ბინას ბათუმში, გორგასლის #1-ში, 1 027 კვმ-იან მიწის ნაკვეთს წყნეთში, გურამიშვილის #30-ში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თარგამაძის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა ,,ჰიუნდაი სანტაფე”, ხოლო თათია თოფურიას სახელზე - მსუბუქი ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატი”. ”სტანდარტ ბანკში”, გიორგი თარგამაძის სახელფასო ანგარიშზე 1.500 ლარი ირიცხება, ”თიბისიში” მიმდინარე ანგარიშზე - 1.500 დოლარი, ხოლო ”სტანდარტ ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე - 10.000 ევრო ერიცხება. 2012 წლის მდგომარეობით, გიორგი თარგამაძეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიღებული აქვს 60.166 ლარის, ხოლო თათია თოფურიას, როგორც ,,აირზენას” პრესმენეჯერს - 21.600 ლარის შემოსავალი.
რუსეთუმე ფქვილოვნა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
”სახალხო კრების” პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტებს შორის ყველაზე მდიდარია. ბურჯანაძემ ბოლო დეკლარაცია 2008 წელს შეავსო. ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბურჯანაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს ბოლქვაძის ქუჩაზე (საბურთალო), რომელიც, 2008 წლის მონაცემებით, 350 ათას ლარად აქვს შეფასებული. მის სახელზევეა დარეგისტრირებული 30 ათას ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში. მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს ცხრუკვეთში, რომელიც 15.000 ლარად არის შეფასებული. მის მფლობელობაშია ასევე 55.000 ლარად შეფასებული აგარაკი ბორჯომში და 10.000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი საგურამოში. დეკლარაციაში ვერ მოხვდა ნინო ბურჯანაძის მამის, ანზორ ბურჯანაძის ქონება, რომელიც 90-იან წლებში პურ-პროდუქტების მაგნატადაც იწოდებოდა. სხვათა შორის, ქონებრივი დეკლარაციის არასრულმა შევსებამ ნინო ბურჯანაძეს ერთხელ უკვე შეუქმნა პრობლემები. მან სახელმწიფოს მიერ 1 ლარად ნაჩუქარი წყნეთის აგარაკი ოფიციალურ დეკლარაციაში არ ასახა და შესაბამისად, თავი აარიდა ქონების გადასახადის გადახდას, რის შედეგადაც მილიონებად შეფასებული აგარაკი მას უკან ჩამოერთვა. თავად ბურჯანაძემ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასა. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ბურჯანაძის სახელზე გერმანულ ”დოიჩე ბანკში” ფიქსირდება 42.000, ”თიბისი ბანკში” კი - 6.560 დოლარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ნინო ბურჯანაძის შემოსავალი - 49.179 ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ბადრი ბიწაძის შემოსავალი - 47.483 ლარი იყო. 2008 წელს, ნინო ბურჯანაძის სამივლინებო ხარჯი - 37.149 ლარი, ხოლო ბადრი ბიწაძის - 33.199 ლარი იყო.
რო იწყებს და ვერ ამთავრებს ის კაცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შალვა ნათელაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 15 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - ბელა ალანია, შვილები - ბექა და დარეჯან ნათელაშვილები. შალვა ნათელაშვილი თბილისში, მიროტაძის #1-ში, 136 კვმ-იან ბინას, სოფელ ბაზალეთში კი 450 კვმ-იან აგარაკსა და 8 500 კვმ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთს ფლობს. ნათელაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 366 კვმ-იანი საოფისე ფართობი თბილისში, ი. ჯავახიშვილის #88-ში და ამავე მისამართზე,
1.729 კვმ-იანი მიწის ნაკვეთის 50-%-იანი წილი. დარჩენილი 50%-ის წილის მფლობელი სახელმწიფოა. შალვა ნათელაშვილს ”თიბისი” ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 500 დოლარი, ხოლო ბანკ ,,ვენაში”, ბელა ალანიას გახსნილი აქვს 98.000 ევროს ანაბარი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალვა ნათელაშვილის, როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის წევრის შემოსავალი 67.110 ლარი იყო. 2011 წელს, ”პროკრედიტ” ბანკში ნათელაშვილმა 25.000 დოლარის იპოთეკური სესხი აიღო, იმავე წელს, მისი კუთვნილი ავტომობილი 31.000 დოლარად გაყიდა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/85816-umanqa...l#ixzz2emTKB5miეხლა ფსიქოები დაიდოს!!!