იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა, რომელშიც წულუკიანი ერთ–ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ ერთად არის დაფიქსირებული.
აღნიშნულს მჟავანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟს“ უკავშირებს.
„თავად პრემიერმა თქვა, რომ მისი მთავრობის ბევრი ჩინოვნიკი ჰყავს შემჩნეული „ნაციონალებთან“ ახლო ურთიერთობაში. დრო გავიდა და ეს ინფორმაცია დასტურდება. ლამის ყოველდღე გვესმის, რომ ისინი არა მხოლოდ რესტორნებში ქეიფობენ ერთად, არამედ ბიზნესებსაც ერთად განაგებენ. დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობის ბევრი ქალი მაღალჩინოსანიც შემჩნეულია ამორალურ ქცევაში, რის შესახებაც ბიძინამ იცის. უკვე დასტურდება, რომ ხელისუფლება იმიტომ მიდის კოჰაბიტაციაზე, რომ „ნაციონალები“ აშანტაჟებენ. რამდენიმე დღის წინ ღიად პირველად გამოჩნდა შანტაჟის მცდელობა, როცა გამოქვეყნდა წულუკიანის ფოტო „კანონიერ ქურდთან“ ერთად, სუფრასთან გადაღებული. მართალია, წულუკიანმა თავი იმართლა, სუფრასთან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, შეხვდეო, მაგრამ დიპლომის არქონაზე მეტი რეზონანსი ამ ფაქტმა გამოიწვია და უკვე მთავრობის მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯები. მაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როცა ეს ფოტო გამოქვეყნდა, კოალიციაში თემის სერიოზული განხილვა მოხდა და წულუკიანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა ეს ჯერ არ ხმაურდება“,–განაცხადა მჟავანაძემ და იქვე დასძინა, რომ ეს ფაქტი სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გახმაურდება.
„წულუკიანის რენომე უკვე დისკრედიტირებულია. იგი პარტიის მდივნის დონეზე დარჩა და წინ ვერ წავიდა, რადგან ყოველ ნაბიჯზე შეცდომებს უშვებს. მეტსაც გეტყვით, ბიძინას პირად საუბრებში ხშირად აქილიკებს და მას „ქონდრისკაცს“ უწოდებს. ეს ბიძინამაც იცის, ამიტომ წულუკიანი უკვე ცუდ დღეშია“,– აცხადებს მჟავანაძე.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/7218#sthash.RK...k.wLjVCE8a.dpuf