სასჯელაღსრულების #10-ე დაწესებულების ყოფილი უფროსის და ამჟამად მღვდლის, თემურ ტაბაღუას (მამა ნიკოლოზი) დაკითხვისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შესაბამისად, ამ თემაზე სამსახურეობრივი შემოწმება შეწყდა.
ვიდეოჩანაწერში ტაბაღუა საუბრობდა პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ
განხორციელებული ზეწოლის შესახებ. კერძოდ, მისი მონათხრობით, პროკურატურის მუშაკები მისგან ითხოვდნენ ბაჩანა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდის პერიოდთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაკავებით. ტაბაღუას განცხადებით, მისი დაკითხვა გრძელდებოდა 12 საათის განმავლობაში, ერთ ოთახში, რა დროსაც იყო მშიერი, ასევე გამომძიებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცინიკურ დამოკიდებულებას სამღვდელოების მიმართ, რაც მისთვის მიუღებელი იყო. იქ არსებული მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ხელი მოეწერა ცრუ ჩვენებისათვისსხვადასხვა გამოკითხულ პირთა გარდა, აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა თავად ტაბაღუამ და განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაზვიადებულია და სცილდება რეალურ ფაქტებს. თ. ტაბაღუამ განმარტა, რომ ჩანაწერი გაკეთდა ბაჩანა ახალაიას ადვოკატების რომეო საჯაიას და გიორგი ონიანის თანდასწრებით, მათივე ოფისში.
".ტაბაღუა აღნიშნულ ადვოკატებთან მივიდა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. მათ ურჩიეს სწორედ ამ შინაარსის ვიდეომიმართვის ჩაწერა, რომელსაც გამოიყენებდნენ სასამართლოში. ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელების შესახებ თ. ტაბაღუა ინფორმირებული არ იყო და ამ საკითხზე ადვოკატებთან არ უსაუბრია.
სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ თ. ტაბაღუას ბოლო დაკითხვისას არ მიუცია წინა ჩვენებებისაგან არსებითად განსხვავებული ან არსებითად ახალი ჩვენება, არამედ წინა ჩვენებებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მისცა დაზუსტებული და დეტალური ჩვენება; მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ პროკურატურის წარმოებაში არსებული მითითებული საქმე რთული და მრავალეპიზოდიანია. დაკითხულია მრავალი პირი, მათ შორის თ. ტაბაღუა და მისი ყოფილი თანამშრომლები. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენებების მიღების დროს წარმოიშობოდა მათი გადამოწმების და დაზუსტების აუცილებლობა, თ. ტაბაღუას ბოლო დაკითხვა, მის წინა ჩვენებებსა და ასევე სხვა ჩვენებებში მითითებული გარემოებების დაზუსტებით მიზნით, საფუძვლიანი იყო და გამოძიების ინტერესებს ემსახურებოდა"
ეს რამდენიმე ამონარიდია
აკროჩე დასკვნაა, რო ტაბაღუა თავადვე ამბობს რო მისი უფელბები არ დარღვეულა, მოეჩვენეა რაღაცეები,ა ხალაიას ადვოკატებმა კიე ტრუხა ჩანაწერი გამაკეთებინესო
არ დამმუქრებიან და არავის ვუწამებივარო
მისი ჩვენებები სხვებისას ემთხვევა, ბურალდო ხდებოდა გადამოწმება და ჩვენებების შედარებაო
პ.ს. მოდერ, თემა ვერ ვიპოვე,დ ა თუ გიდან ძველი თემა, სადღაც 10 გვერდის იქით როა, იმაზე მიაერთე

სრული ბმული
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...shetsyvita.html