დეფი: "ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ნობელის პრემია მივიღო"
ვლადიმერ პუტინი წარადგინეს ნობელის პრემიაზე, როგორ ფიქრობთ რა მიზანს ემსახურება ეს?
- წარმოდგენა არ მაქვს, რაღაც თავხედური მეტიჩრობა უფრო მგონია.
- რამდენად რეალური შანსი აქვს მას პრემიის მიღების?
- ჩემი აზრით, თუ მას ნობელის პრემია მართლაც გადაეცა, მე ვფიქრობ დღევანდელი სამყაროსთვის სამარცხვინო იქნება.
- დეფი, თქვენ, როგორც წარმატებულ პოეტს და მწერალს, გაქვთ პრეტენზია ნობელის პრემიაზე?
- მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ვფიქრობ, წარმატება მეტად ფარდობითი რამაა და ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ოდესმე მე ნობელის პრემია გადმომცენ. მომცემენ პრემიას, სიამოვნებით მივიღებ. აქ კი, საქართველოში, არც ერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი არ ვარ. ნომინირებულიც კი არასდროს ვყოფილვარ. მე ჩემ გზაზე ვდგავარ და აქვე გეტყვით, იმ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველა ქართული ლიტერატურული პრემია ლოკალური მნიშვნელობის მგონია. არ მიიღოთ ეს არანაირ პოზად. პრობლემას ვერ ვხედავ: თუ ოდესმე მომცემენ რაიმე ქართულ პრემიას - მივიღებ, მაგრამ ვფიქრობ, ქართულ პრემიებს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე ქართული პრემიები მჭირდება მე.
http://www.kvirispalitra.ge/public/18672-d...a-mivighoq.html