#38011398 · 14 Sep 2013, 20:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიმაჩნია, რომ ერთ გვერდითა თემაში მოყვანილი ეს სიტყვები არის ჩვენი დღევანდელობის ყველაზე დიდი გამოწვევა, პრობლემა როგორც პოლიტიკური ასევე სოციალური განვითარების თვალსაზრისით.
| QUOTE | | დაყოფა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს არა ნაცებად და ქოცებად, არამედ პრო დასავლურ და პრო რუსულ ძალებად. |
ეს არის ძალიან არასწორი ვთვლი რომ ზოგადად საერთოდ უნდა ამოვაგდოთ ხმარებიდან ეს კრეტინული "პროდასავლური და პრორუსული" სიტყვები როგორც ტერმინები. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც მსგავსი "პრორაღაცისტულია" უნდა ამოიძირკვოს პოლიტიკური ცხოვრებიდან და არ უნდა ჰქონდეს მას განვითარების საშუალება. მხოლოდ პრაგმატული, დაგეგმილი და გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე გათვლილი და ორიენტირებული პოლიტიკა უნდა იყოს მისაღები. იდეოლოგიურ კუთვნილებას თუ გულისხმობთ პრორუსულ და პროდასავლუ-ში მაშინ ესეც არასწორია ერთიც და მეორეც არასწორი იდეოლოგიაა ქართული იდენტურობისთვის ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს ის პოლიტიკური იდეოლოგია რომელიც განავითარებს იდენტურობას, რომელიც ჩვენ გავქვს, ან გვინდა რომ გვქონდეს. მოაშორებს დრომოჭმულ, სახეცვლილ, პარაზიტულ თვისებებს და დაიცავს მას ანექსირებად, ასიმილირებად და გადაგვარების საფრთხის შემცველი იდეოლოგიებისგან როგორიც არის ულტრალიბერალიზმი ან დრომოჭმული კონსერვატიზმი. ჩვენ ჩვენი ახალი იდეოლოგია გვჭირდება, ჩვენ ახალი ქართველი, როგორც ასეთი, გვჭირდება, ქართველი, როგორც მოქალაქე, როგორც ტიპაჟი, როგორც იდენტობა. ჩვენი ღირებულებები არის უკიდურესად არეული, პრაქტიკულად ჩვენ არ გაგვაჩნია პოლიტიკური და სოციალური ღირებულებები, და მხოლოდ რელიგიური ღირებულებების ამარა ვართ დარჩენილები. რელიგია ყველაფერს ვერ დაგილაგებს, ვერ აგიწყობს და ეს არც არის მისი ფუნქცია, მაგრამ თუ დღეს ეკლესია ერევა ჩვენი ცხოვრობის მოწყობაში და ელემენტარულ საკითხებზე ჭკუას გვარიგებს და ერევა პოლიტიკაში ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენი ერთადერთი იდეოლოგია უნდა იყოს ქვეყნისა და ქართველის, როგორც ასეთის, განვითარება. პრორუსულობა, პროდასავლურობა მხოლოდ ტაქტიკური მცირევადიანი საკითხები შეიძლება იყოს და არა პოლიტიკური იდეოლოგია.
|