მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით რისი თქმაც მინდა, შეიძლება ბევრმა ვერც წარმოიდგინოს, მაგრამ გავა დრო და მიხვდება რომ ეს ასე არის...
დიდი ხნის გამოცდილებამ დამანახა რომ პოკერში შეიძლება ფულის მოგება, მაგრამ ქართულ ონლაინ პოკერ რუმებში ეს თითქმის შეუძლებელია...
აგერ ჩემს მაგალითს გეტყვით
4 წლის წინ დავიწყე ქართულ ონლაინ პოკერ რუმ "ევროპაბეთზე" თამაში, თავიდან დამეთანხმებით ძალიან მარტივი იყო მოგება, რადგან უამრავი უცოდინარი თამაშობდა. (2 წელიწადში დაახლოებით 300K+ მქონდა მარტო ევროპაბეთზე) ეხლა ამ დონემ ოდნავ აიწია, სულ ოდნავ, მაგრამ გარკვეული გარემოებების ცვლილების გამო მკვეთრად შეიცვალა ისეთი მოთამაშეების ვინრეიტები რომლებსაც დაახლოებით მოთამაშეთა 95% ვერ გაუტოლდება. რამოდენიმეჯერ მეც ვცადე და ლონგ რანში Fიში ვყოფილვარ

რაც განაპირობა:
1. ხალხს ფული აღარ აქვს;
2. თუ გაგცისკრეს ეგრევე გარბიან და ისევ მინიმალური თანხით სხვა მაგიდაზე ჯდებიან; (იქ ნელ-ნელა სხვას ტენიან)
3. რეიკი საოცრად გაიზარდა;
4. გენერატორი ისე არის დარეგულირებული რაც შეიძლება მეტი რეიკი დაწეროს, რის გამოც სასწაულ ქულერებს არიგებს; (ეცადეთ ნუ შემეკამათებით, ეს რჩევაც თქვენთვის არის

)
5. შეიძლება ერთ დღეს მოიგო, მაგრამ მეორე თუ არა მესამე დღეს ისე ამოგიჩემებს გენერატორი მთელ ბანკროლს წაგაგებინებს;
6. იმის უნარიც არააქვთ ქართულ ონლაინ რუმებს გააკონტროლონ ერთი IP-დან რამოდენიმე ნიკით ტურნირში რომ არ ითამაშონ და ტიმფლეი შეზღუდონ. აჭარაბეთზე ყველა ნორმალურ ტურნირზე 100 ნიკი მაინც არის ასეთი ვინებიც ერთად არიან და ეს გრძელდება რეგულარულად, რის გამოც 1 ნიკით ტურნირის მოგების შანსი ძალიან ცოტა არის.
და კიდევ ბევრი რაღაც არის რისი ჩამოთვლაც მეზარება რადგან 3 დღის უძინარი ვარ (და არც მახსენდება).
ბევრ რაღაცას ადასტურებს ის ფაქტი როცა ერთ დროს თუ გახსოვთ ევროპაბეთმა სცადა "რეგების" წინააღმდეგ რამე ეღონათ და მაქსიმალური მაგიდების რაოდენობა 4-მდე შეამცირეს, ანუ 4 მაგიდაზე მეტს ვერ გახსნიდი. რაც ძალიან უაზრო წინგადადგმული ნაბიჯი იყო და მალევე მიხვდნენ მათდა საბედნიეროდ
ერთი სიტყვით ვინც ოდნავ გრძნობს ამ ყველაფერს, მიხვდება რისი თქმაც მინდა, ქართულ რუმებს კიდე მოვუწოდებ იმისაკენ რომ გამოასწორონ ეს საშინელი სიტუაცია (მიხვდებიან რასაც ვგულისხმობ) თორე პირობას გაძლევთ 1-2 წელში NL50 ზე მაღლა ნორმალური თამაშები აღარ იქნება!
მოდერ თუ თემის დახურვა გადაწყვიტე ჯერ კარგად წაიკითხე და დაფიქრდი, თუ მაინც დახურე ახსნა განმარტებაც მიაწერე... მაგრამ მე ვფიქრობ უნდა აიპინოს
პ.ს. ვინმეს არ ეგონოს რომ წავაგე ზამასკაში ვარ და მაგიტომ ვხსნი ამ თემას, ქართულ პოკერ რუმებში 2 წელია აღარ ვთამაშობ

უბრალოდ ბოლოჯერ დავრწმუნდი რომ სრული უაზრობა არის უკვე აქ თამაში... უსაქმურად ვიყავი შემთხვევით აჭარაზე 3 ლარი აღმომაჩნდა შევედი ვთამაშობდი 6max ზე 20 ლარზე ავედი გადავჯექი ოდნავ მაღალ ლიმიტზე იქ 100 ლარზე ავედი წავედი 2 მაგიდა HU გავხსენი სასწაული Fიში ყველა დარიგებას მიგებდა მაგრამ ბოლოს მაინც გავსოლდე შემდეგ NL20 ზე 6 მაგიდა გავხსენი მაგრამ რათ გინდა, 5ბეთ პოტებში AA-ზე 63ებმა ისე კარგად მომიგეს

3 ლარის დედაც ) უბრალოდ ტეხავს საქართველოს რომ არ ეღირსა ერთი ნორმალური პოკერრუმი
Smoke weed everyday...