#43059171 · 4 Dec 2014, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგას ვეძებდი ეხლა ზუსტად ეს ვიპოვნე.
საქართველოს კულინარიის აკადემია
მზარეულის პროფესიული კურსები სამ საფეხურიანია, I საფეხური 4 თვე, II საფეხური-4 თვე, III საფეხური-8 თვე. თვეში გადასახადი 350 ლარი.
რაც შეეხება სამოყვარულო კურსებზე, აქვთ ერთკვირიანი მოდულები, კვირაში 3 დღე, 3 საათიანი გაკვეთილი. მოდული სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ:
- საქონლის ხორცის კვირა – 120 ლარი
- ღორის ხორცის კვირა – 120 ლარი
- ცხვრის ხორცის კვირა – 110 ლარი
- ფრინველის ხორცის კვირა – 110 ლარი
- რძის პროდუქტების კვირა – 110 ლარი
- საკონდიტრო ნაწარმის კვირა – 100 ლარი
მომზადებულ კერძებს მიირთმევთ ადგილზე, ან კონტეინერით შეგიძლიათ წაიღოთ სახლში და ოჯახის წევრებს დააგემოვნებინოთ თქვენი შედევრი.
არის ასევე უფრო ხანმოკლე შაბათ-კვირის მენიუ:
- ფრინველის ხორცის უიქენდი – 30 ლარი
- ხინკლისა და ქაბაბის უიქენდი – 30 ლარი
- ცხვრის ხორცის უიქენდი – 40 ლარი
- საქონლის ხორცის უიქენდი – 40 ლარი
- მეგრული სამზარეულოს უიქენდი – 40 ლარი
- ზღვის პროდუქტების უიქენდი – 70 ლარი
- სამხრეთული კერძების უიქენდი – 70 ლარი
- თევზის კერძების უიქენდი – 70 ლარი
კურსის ხანგრძლივობაა შაბათ-კვირა, დღეში 3 საათი.
მასწავლებლები იქნებიან გამოცდილი პედაგოგები, რომლებმაც სტაჟირება ევროპაში გაიარეს.
ინდივიდუალური სწავლების გარდა შეგიძლიათ კორპორატიული პაკეტის აღებაც და თანამშრომლებთან ერთად სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დროის გატარება.
--------------------
17/07/2012 - 07/11/2012 APRILIA RS125 - 1998 15/05/2013 - 25/10/2013 SUZUKI GSX-R600 - 2004 07/05/2014 - 10/10/2014 HONDA CBR1000RR - 2004 05/12/2014 - --/--/---- HONDA CRF450R - 2002
|