დიდი ხანია მინდოდა ეს თემა, მიუხედავად იმისა არაა პოპულარული ამ ფორუმზე
თემა გულისხმობს არა იმდენად იმას თუ რამდენ პოზიციაზე თამაშობდა ფეხბურთელი, ან იყო თუ მეგოლე
იცავდა კარგად თავს თუ არა (თუ იყო ფორვარდი)
არამედ, რამდენად თანაბრად ქონდა მას დაბალანსებული სხვადასხვა საფეხბურთო მონაცემი
ურტყამდეს ორივე ფეხით და თავით, ჯარიმები, პენალტები, ჰქონდეს დრიბლინგი, მაგარი ჩაწოდება, სისწრაფე, მოედნის ხედვა, ტექნიკა-ფინტები, გამძლეობა, დაგვირგვინება შეტევვების, ბოლო პასი და ა.შ.
ყველაზე დაბალანსებული ამ მხრივ, ფეხბურთის დიმიტრი გელოვანი
და შემდეგ ის, რაც თავში წერია, სხვადასხვა პოზიციაზე ძლიერი თამაში, გუნდური სამუშაო თუ დაცვითი სამუშაოს შესრულება, ტაქტიკური განსწავლულობა, მობილურობა, თამაშის წარმართვის უნარი და ა.შ.
გამოკითხვას, მაინც დავამატებ

პილპილია, წიწაკა.
და ძალიან გთხოვთ, სანამ თქვენთვის უცნობი გვარის დანახვისას გაწიწმატდებით, ჯერ ვიკიპედიაში მაინც ნახეთ 2 ბწკარი მასზე
ვიმეორებ, არა როგორც ვინ უკეთესი ფეხბურთელია
არამედ ვის უფრო მეტი აქვს სხვადასხვა სქილი

აი როგორც კომპიუტერში, ხომ უწერიათ ,,სტამინა"

და ასეთები, ერთი 20 მონაცემი რაღა

ყველაზე ,,გათანაბრებული", რომელს ექნებოდა...
შეტევაში, დაცვაში, ნახევარდაცვაში მაგრად თამაში...
ძლიერ საინტერესოა ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელები იშვიათობაა ძალიან დიდი და როგორც წესი ასეთები არიან ხშირად (ისტორიულად ფეხბურთელის ადგილი) კონკურენტებზე მაღლა
მალდინი იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ გოლებში აშკარად არ ქონდა ნიჭი, შეტევაში ყოველთვის კარგად ერთვებოდა (ესაა მთAვარი) და რაც მთავარია, მხოლოდ ის რად ღირს მემარჯვენე ფეხბურთელი მარცხენა ფლანგის ულეგენდარულესი რომ გახდა, იმდენად ,,დაბალასნებული" იყო...
კიდევ ვინ, პუშკაში ურახუნებდა ორივე ფეხით, ეუსებიოს ბევრი რამ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ წინ, ამიტომ ვარჩიე სხვანი (იგივე დი სტეფანო)
ზიდანიც მაგარი იყო ამ მხრივ, მაგრამ ყველას ვერ ჩავტევ რა ვქნა

არაფერი მითქვამს დანკან ედვარდსზე, მას არ დასცალდა თორემ ალბათ ეგ იქნებოდა ყველა დროის N1 ამაში.
This post has been edited by ნაგავი on 16 Sep 2013, 19:25