მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ
რა თქმა უნდა, ენის სწავლება listening-speaking-ის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც სკოლის საატესტატო, ისე უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ წერითი ტესტირება ბარდება...
ამიტომ როდესაც მასწავლებელთან მიდის მე-11, მით უფრო, მე-12 კლასელი, რომლის დრო შეზღუდულია, უახლოესი და უმთავრესი მიზანი კი ეროვნულებზე რაც შეიძლება მაღალი ქულის აღებაა, headway-ის ტიპის ინტერაქტიული წიგნებით სწავლება მაინცდამაინც ეფექტურად არ მიმაჩნია.
აბიტურიენტებთან ძირითადი აქცენტი reading-ზე უნდა გაკეთდეს მარტივი პრინციპით - რაც უფრო კარგად გესმის ტექსტის შინაარსი, მით უფრო უკეთ აკეთებ მასზე "მიბმულ" ტესტს.
ახლა მაღაზიებში reading-ების საკმაოდ ფართო არჩევანია, სადაც ტექსტები სასწავლო მიზნითაა დამუშავებული და ტესტებიც ახლავს.
ბოლო 2 წელი აქტიურად ვიყენებ პატრიცია არკეტისა და ლინდა ლის
Reading&Vocabulary Development, რომელიც CNN-ის ტექსტებს ეყრდობა. სხვადასხვა დონის 4 წიგნია (თითოეულს სხვადასხვა დასახელება აქვს). აქედან სამის გავლა (თუ დრო და მოსწავლის დონე საშუალებას იძლევა, მეოთხისაც) ძალიან ეფექტურია სხვადასხვა თემატიკაზე ლექსიკური მარაგის "ასაკრეფად".
გრამატიკაში ყველაზე ნორმალურად მეჩვენება წითელი მერფი,
Oxford Practice Grammar /Basic/ ან მაიკლ სვონის
The Good Grammar, აგრეთვე ზამბახიძეების "ინგლისური ენის გრამატიკა" თავისი სავარჯიშოებით. შემდეგ უკვე ცოდნის შესამოწმებლად - ამავე ავტორების "გრამატიკული ტესტები ინგლისურ ენაში აბიტურიენტებისთვის 2".
(ეს ქალბატონები თავიანთ გვარს წიგნებს ამაყად კი აწერენ, მაგრამ თვითონაც არ მალავენ, რომ ეს ტესტები და სავარჯიშოები სხვადასხვა ცნობილი ინგლისური წყაროებიდან აქვთ "გადმოქაჩული"

)
ჰო, კატეგორიული უარი ჩვენს მასწავლებლებში რატომღაც პოპულარულ გოლიცინსკის და რუსი ავტორების სხვა ჩლუნგობებს!
გამოცდამდე ასე 2 თვის მანძილზე ეროვნულებზე წინა წლებში გატანილი ტესტების კეთება (ტესტის ფორმასთან შეჩვევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს!). მაღაზიებში იყიდება ქართველი ავტორების მიერ "კონტრაბანდულად მოკრებილი" იმავე ტიპის ტესტები და თუმცა მათი უმრავლესობა ეროვნულისათვის საჭირო დონეზე ცოტათი მაღალია, თუ მოსწავლის ცოდნა საშუალებას იძლევა, მათი გაკეთებაც შეიძლება, რა თქმა უნდა