
Big L-ი ანუ იგივე Lamont Coleman-ი (1974 –1999) იყო New York-ის უბან ჰარლემელი რეპერი. ის 1974 წლის 30 მაისს დაიბადა. ის ჰარლემის uptown-ში გაიზარდა, რომელსაც მკვლელობების დიდი რაოდენობის გამო Danger Zone-ს ეძახდნენ.
ის რეპში 1992 წელიდან იყო. 1994 წელს მან Sony Records-თან დაიწყო თანამშრომლობა. სადებიუტო ალბომი Lifestylez ov da Poor & Dangerous 1995 წელს გამოვიდა. ალბომი პირველ სამ თვეში 1 000 000 კოპიის რაოდენობითგაიყიდა, ის Big L-ის საუკეთესო ალბომად ითვლება. ალბომი East Coast hip-hop-ის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად და რეპის კლასიკად ითვლება.
სოლო კარიერასთან ერთად Big L-ი ჯგუფ D.I.T.C.-ში ანუ Diggin' in the Crates Crew-ში იყო გაწევრიანებული. ჯგუფში მის გარდა გაწევრიანებულები იყვნენ: Showbiz and A.G.; Buckwild; Diamond D; Fat Joe; Lord Finesse და O.C..
1998-1999 წლებში Big L-მა დაიწყო მუშაობა თავის მეორე ალბომ The Big Picture-ზე. 1999 წლის 15 აპრილს ალბომზე მუშაობა უკვე დასრულებული იყო, როდესაც Big L-ი საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს. მას რამდენჯერმე ესროლეს თავში. ითვლება რომ მისი მკვლელობა მისი ძმის ვალთან არის დაკავშირებული, რომელიც მკვლელობის დროს ციხეში იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ Big L-ის უფროსი ძმაც მოკლეს
2000 წლის პირველ აგვისტოს მეორე ალბომი The Big Picture-ი გამოვიდა. ის 3 000 000 კოპიის რაოდენობით გაიყიდა. სიკვდილის შემდეგ Big L-ი ლეგენდა გახდა. მის საპატივცემულოდ New York-შ იხატებოდა Graffiti-ები, მას ყველა რეპის მსმენელი იხსენებდა როგორც ლეგენდას.
Big l-ის ლეიბლის ცნობით 2007 წელს გამოვა კიდევერთი ალბომი სახელად Real Legends Never Die.