ორშაბათიდან, ანუ 9 დეკემბრიდან, სტარტს იღებს ფოტოკონკურსი, სადაც ვმონაწილეობთ ჩვენ, ფლორა-ფაუნის სასიქადულო წევრები.

კონკურსის მიზანია გავახალისოთ არამარტო ბუნების გვერდი ამ ფორუმზე, არამედ გავხალისდეთ ჩვენც. შევიმეცნოთ და პატივი ვცეთ ბუნებას, დავაკვირდეთ გარშემო არსებულ სამყაროს და სრულად გავაცნობიეროთ ჩვენი ადგილი ამ .... თუმცა, რას მივედ-მოვედები. ერთი რედაქტორი მეც არ მაწყენდა
სამწუხაროდ, ყველაზე კარგი უკვე დაკავებული ჰყავთ: სხვას უსწორებს ტექსტებს
აბა, დავიწყოთ:
პირობები:1) კონკურსისთვის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს 1 ფოტოსურათი
2) ფოტოსურათი აუცილებლად უნდა იყოს ფლორა-ფაუნასთან და ახალ წელთან დაკავშირებული
3) მისასალმებელია ფოტოსურათს თან ერთვოდეს მცირე ახსნა-განმარტებითი ან მხატვრული ტექსტი/ლექსი
4) აუცილებელია ფოტოსურათს თან ახლდეს სათაური (რაც უფრო ორიგინალური, მით უკეთესი)
5) ფოტოსურათი უნდა იყოს კარგი ხარისხის (ნათლად უნდა ჩანდეს ფოტოზე ასახული მცენარეები/ცხოველები/სახეები)
6) ფოტო უნდა იქნეს აუცილებლად მონაწილის მიერ გადაღებული (შეეცადეთ საუკუნის წინანდელი გადაღებული არ გამოიტანოთ კონკურსზე)
გულდასმით წაიკითხეთ პირობები. რომელიმე ამ პუნქტის დარღვევის აღმოჩენისთანავე, მოიხსნებით კონკურსიდან და პრიზი შემდეგ მონაწილეს გადაეცემა.
კონკურსის ჩატარების წესი: აღნიშნულ თემაში მონაწილე დადებს პირობებით გათვალისწინებულ სურათს და შემდეგ ფლორა-ფაუნის განყოფილების წევრები, იუზერები, ღიად მისცემენ ხმას. პატივცემული მოდერები გააკონტროლებენ, რომ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე ყალთაბანდობას.
სურათები დახარისხდება სექციების მიხედვით, რამეთუ თემატიკა ძალიან ფართოა. იგი ეხება ბუნებას და ახალ წელს.
25 დეკემბერს შეწყდება სურათების დადება და დაიწყება ხმის მიცემა 30 დეკემბრამდე, ხმები დაითვლება და გამარჯვებული(ები) გამოვლინდება 31 დეკემბერს.
პრიზი: ბრელოკი, რომელსაც გადავცემთ იანვრის თვეში
დამატებითახალ წელთან დაკავშირებით, მინდა წარმოგიდგინოთ სახალისო და სასაცილო ნომინაციები: დაასახელეთ იუზერები, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ:
1) წლის მწვანეთითება
2) წლის დაფეისპალმებული (

) იუზერი
3) ცხოველების უფლებების წლის დამცველი
4) წლის აქტიური იუზერი ფლორა-ფაუნას განყში
5) წლის ავატარ-ჩეინჯი
6) წლის უჩინარი იუზერი
7) წლის საუკეთესო პოსტის ავტორი
8) წლის ჩხუბისთავი
9) წლის ხუმარა
10) წლის ვეტერინარი
11) წლის თემა
12) წლის მოდერი
13) წლის ყველაზე ფლუდერი
14) წლის თემის გამხსნელი
15) წლის მაღალწონიანი
16) წლის გაჩხინკული
17) წლის მტანჯველი შინაური ცხოველი/ფრინველი და მისი ტანჯული პატრონი
18) წლის ძნელად მოსარჯულებელი ცხოველი/ფრინველი/მცენარე (ძნელადმოსავლელი)
19) წლის ბრაკონიერი

20) წლის "მრავალშვილიანი" (ვისაც სახლში მთელი ზოოპარკი ჰყავს

)
აბა, დევიწყეთ
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 18 Dec 2013, 17:34
მიმაგრებული სურათი