ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, თალიბებმა 15 პოლიციელი მოკლეს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფარახის პროვინციაში, ავტომაგისტრალზე თალიბებმა ალყაში მოაქციეს 15 პოლიციელისგან შემდგარი პატრული და მათი ლიკვიდაცია განახორციელეს.
აღნიშნულ გზაზე, რომელიც ქვეყნის საკვანძო ქალაქებს – ქაბულს,ყანდაღარს, ჰერატსა და მაზარი–შარიფს აკავშირებს, მეამბოხეთა მხრიდან მუდმივად ხდება თავდასხმები, ადამიანების გატაცებები და მაროდიორობის შემთხვევები.
http://frontnews.ge/ge/news/5438-%E1%83%90...h.CPboo4f6.dpuf