ძვირფასო ფორუმელები და გეიმერებო.
ჩვენი ჯგუფის ჩვენი ქვეყნის აბრევიატურის (GEO) პოპულარიზაციის, ასევე ონლაინ სივრცეში ქართველი მოთამაშეების დაახლოვების და მობილიზაციის მიზნით გთავაზობთ და დაჟე გთხოვთ, რომ ახალ PES 2014-ში სახელის (PlayerName)-ის გაკეთებისას სახელებს ქვეყნის მაინდეტიფიცირებელი ტაგი (GEO) დაუწეროთ.
ეს ძალიან მარტივია, ამისთვის საკმარისია გაითვალისწინოთ ელემენტარული ოთხი წესი:
1. ტაგი "GEO" – უნდა დაიწეროს ნიკის წინ მთავრულით (ანუ Shift-ით) ასოებით;
2. ტაგ (GEO)-ს და სახელს შორის ტირე - უნდა დაიწეროს მთავრულით (ანუ Shift-ით). სხვანაირად არც დაგაწერინებს;
3. სახელის პირველი ასო უნდა დაიწეროს მთავრულით (ანუ Shift-ით);
4. სახელის დანარჩენი ასოები უნდა დაიწერო ნუსხურით (ანუ Shift-ის გარეშე);
5. არავითარი პრაბელები;
შედეგი უნდა იყოს ასეთი: GEO_Saxeli
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ნიკის არჩევას თამაში შემოგთავაზებთ ლიცენზირებული ვერსიის პირველი გაშვებისას.
თამაში კიდევ რამოდენიმეჯერ მოგთხოვთ სახელის დაწერას. რომ არ აგერიოთ ერთმანეთში იცოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც თამაში მოგცემთ გაფრთხილებას, რომ ახლა შერჩეული სახელის შეცვლა მომავალში შეუძლებელი იქნებაო - აი ეგ იქნება ზუსტად ის მომენტი და მანდ უნდა გამოიყენოთ ეს წესები. და საერთოდ ყველგან თუ გამოიყენებთ შეცდომაც არ იქნება.
პატივისცემით,
ფბ ჯგუფის PES Georgia (Online) ადმინისტრატორი.
This post has been edited by wilkinson on 18 Sep 2013, 23:09