
სერიალი 2 Broke Girls მოგვითხრობს ორ მიმტან გოგონაზე, რომლებიც ოცნებობენ გააკეთონ საკუთარი ბიზნესი და კექსების გაყიდვით იშოვონ ფული. ამ ოცნებისათვის ისინი ყოველდღიურად აგროვებენ ფულს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოცნება რეალობად აქციონ.



მთავარ როლებში
ქეთ დენინგსი - მაქს ბლექი, რომელიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდანვე შეეჩვია საკუთარი თავისა და ძალების იმედად ყოფნას
ბეტ ბეტსი - ქეროლაინ უესბოქს ჩენინგი, რომელიც ცნობილი მილიონერის განებივრებული შვილია. მამამისმა ნახევარი ქალაქი მოატყუა, რის გამოც ციხეში ჩასვეს და ქონება ჩამოართვეს. ამიტომ ქეროლაინს მუშაობის დაწყება უწევს იმავე კაფეში, სადაც მაქსი მუშაობს.
გარეტ მორისი - ერლი, კაფეში მომუშავე ფერადკანიანი მოხუცი, მაქსის მეგობარი
ჯონათან კაიტი - ოლეგი, უკრაინელი მზარეული, რომელიც ოცნებობს მაქსთან და ქეროლაინთან სექსზე
მეთიუ მოი - ჰან ლი, კაფის კორეელი მფლობელი
სერიალის ყურება შეგიძლიათ ონლაინშივე
http://2brokegirls.ru/ რუსულად. ჯერჯერობით გადაღებულია ერთი სეზონი, თუმცა CBS-მა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალ სატელევიზიო სეზონს სერიალის მეორე სეზონით დაუბრუნდება
აბა, ჩემს გარდა თუ უყურებთ ვინმე ამ სერიალს, ლენტი გაჭრილია და გელოდებით ამ თემაში