
ძვირფასო მეგობრებო, სიამოვნებით მინდა გამცნოთ რომ E30 CLUB GEORGIA და E36 CLUB GEORGIA წარმოგიდგენთ მორიგ ღონისძიებას, კერძოდ წყვილთა რბოლას მოყვარულებს შორის - რუსთავის ავტოდრომზე.
ვინაიდან შეჯიბრი არის სამოყვარულო, არ დაიშვებიან მრბოლელები, რომელთაც გააჩნიათ მიმდინარე წლის ან წინა წლის განმავლობაში პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.
რაც შეეხება საბურავებს: არ დაიშვება ე.წ „სლიკები“ და „ნახევრადსლიკები“,აგრეთვე "ექსტრიმპერფორმანსი" და "თრექდეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები.
შეჯიბრი იქნება 3 კლასში: FWD, RWD, AWD.
შეჯიბრზე გამოსვლის საფასური: 30 ლარი ნებისმიერი მსურველისთვის, კლუბელებისთვის 20 ლარი.
მაყურებელთა დასწრება უფასოა.
========================
სპონსორები და პრიზები:
========================
ღონისძიების გენერალური სპონსორი OTO GEORGIA, რომელმაც თითოეულ კლასში გამარჯვებული 3 ადგილისთვის დააწესა:
1 ადგილი - უმაღლესი ხარისხის აკუმულატორი HELDEN-Battery.
2 ადგილი - ზეთი Wolver (5w40 ან 10w40 სურვილისამებრ).
3 ადგილი - კომპიუტერული დიაგნოსტიკა და მომსახურება.
--------------------------------------------------------------------------
BESER-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, თითოეულ კლასში გამარჯვებული 3 ადგილისთვის დააწესა BESER-ის ფირმის ხუნდები.
---------------------------------------------------------------------------
FG Energy-ს წარმომადგენელმა საქართველოში, თითოეულ კლასში გამარჯვებული 1 ადგილისთვის დააწესა ენერგეტიკული სასმელი FG-ის თითო ყუთი.
----------------------------------------------------------------------------
და სურპრიზი OTO MOTORS-ისგან რომელსაც ადგილზე შეიტყობს გამარჯვებულები.
========================
მიმდინარეობა
========================
გთავაზობთ ცოტა არასტანდარტულ მიმდინარეობას კლასების ჩატარების, კერძოდ:
1)FWD
2)AWD
დაჯილდოება ზემოდხსენებული 2 კლასის და შემდგომ
3)RWD
=========================
რეგისტრაცია:
=========================
28 სექტემბერს შეგეძლებათ სამედიცინო უნივერსიტეტთან მობრძანდეთ საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე.
ასევე შეგეძლებათ 29 სექტემბერს ადგილზე რეგისტრაცია და რათმქაუნდა თანხა გაორმაგებული არ იქნება
პატარა დეტალი, ვინაიდან ჯერ FWD და AWD ტარდება, RWD-ის კლასში გამოსვლის მსურველებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია 11 საათიდან 3 საათამდე. (+ ველოდებით სტუმრებს გურიიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მოცემულ კლასში).
ხოლო FWD და AWD შეეძლებათ 10 საათიდან 11:30 მდე რეგისტრაციის გავლა. სამწუხაროდ დაგვიანებით რეგისტრაციის გავლა ვეღარ მოხდება.
=========================
სტარტი
=========================
სტარტი იქნება 12:15-ზე.
დაიწყება კვალიფიკაცია, თითო კლასიდან გადამსვლელთა რაოდენობა დამოკიდებული კლასში გამომსვლელთა მანქანების რაოდენობაზე კერძოდ, ნებისმიერ კლასში:
1) 0-16 მანქანა - გადამსვლელი 8 მანქანა
2) 17 - მაღლა - გადამსვლელთა რაოდენობა 16 მანქანა
კლასიფიკაცია: მოხდება დროის მიხედვით, საუკეთესო დროის მქონე პირველი ადგილი შეხვდება ბოლოს და გადანაწილდება ლიგის პრინციპით ისე რომ პირველი მეორეს ფინალამდე ვერ შეხვდება ასევე 1-3 და 2-4-ს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება.
=========================
ზოგადი
=========================
კვალიფიკაცია მოხდება დროის ამთვლელით, რომელსაც რუსთავის ავტოდრომი გამოგვიყოფს.
ასევე იქნება ფოტოფინიში.
საბურავებზე დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ :
https://www.facebook.com/o.alashvili ორგანიზატორულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
https://www.facebook.com/toka.tsitsilashvili იმ ფოტოგრაფებს ვისაც აქვთ სურვილი რომ გადაიღონ სურათები მოედნიდან გთხოვთ მიმართოთ:
https://www.facebook.com/irakli.pichkhaia წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ყველა გამომსვლელს, ვიზამთ ჩვენს მაქსიმუმს რომ ყველაფერმა მეგობრულად და იდეალურად ჩაიაროს.
* * *
Facebook-ს ლინკიც იყოს ივენთის

)
https://www.facebook.com/events/212804102177066/