შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის 62 წლის ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში მცხოვრები ლეონიდე ჭ. აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
ანონიმური ზარის ავტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ცრუ შეტყობინება 18 სექტემბერს 15:31 საათზე განახორციელა. მან ოპერატორს თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“-ს ცენტრალურ ოფისში ნაღმის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინებისთანავე ადგილზე შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ოპერატიულად მოახდინეს. რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო - შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
დღეს, ცრუ შეტყობინებების ავტორების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
ცრუ შეტყობინებებისთვის მძიმდება პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ: ამგვარი ქმედებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია იზრდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმ შემთხევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სანქცია იზრდება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით იცვლება.
http://news.ge/ge/news/story/64439-saqartv...slis-mamakatsia62 წლის კაცი ხარ რამ გამოაღლევა ? კაი ხო 12 წლის ბავშვი ვერ ტვინავს მაგდენს და არ ესმის მაგდენი შენ 62 წლის ჯორმა რამ გამოგაშტერა ამოდენა კაცი ?