მოკლედ, ვიცი ეხლა თქვენი რეაქციები და წინასწარ გთხოვთ, თავი შეიკავოთ "ხო გეუბნებოდით", "ეხლა უკვე გვიანია" და მსგავსი შინაარსის კომენტარბისგან.
საქმე კი რაშია: როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ, ამ ბოლო დროს იმ სიხშირით აღარ ვპოსტავ, როგორც ადრე

ამის მიზეზი გარკვეულწილად ის არის, რომ ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში ვარ.
შევიცვალე პოზიცია წინა მთავრობის და მით უფრო, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
შევიცვალე კი არა და შემეცვალა ძალაუნებურად

ისევ ვთვლი, რომ თავიდან კარგად დაიწყეს, თუმცა მალევე, როდესაც ძალაუფლება ბოლომდე ხელში ჩაიგდეს და ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი მოუვიდათ. პირდაპირ რომ ვთქვათ, დამნაშავეებად იქცნენ.
ვიცი, რომ გაგიჩნდებათ კითხვა, ამას აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი და რატომ დავინახე მაინცდამაინც ახლა.
ამ კითხვაზე პრინციპში არც თუ ისე საპატიო პასუხი მაქვს.
უბრალოდ როდესაც შენ პირადად არ გეხება, იმდენად ტრაგიკულად ვერ აღიქვამ რაიმე მოვლენას, როგორც ეს რეალურადაა.
სამწუხაროდ.
რაც მე მეხებოდა, იყო მაგალითად განათლების რეფორმა, პენსიები და ა.შ. რასაც ვერ დავუკარგავთ ნაც. მოძრაობას და ნამდვილად გააკეთეს, სხვა რაღაცებს კი "თვალებმოჭუტული" ვუყურებდი ალბათ : )))
დღეს კი, როცა ხალხმა ხმა ამოიღო, როდესაც ბევრ რამეს აეხადა ფარდა, უამრავი ისეთი რამ ვნახე და გავიგე, რაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა და პრინციპში, ვერც დავიჯერებდი, რომ ასეთი რაღაც შიძლება ადამიანმა გააკეთოს.
ციხეებში რაც ხდებოდა, ყველამ კარგად ვიცით და ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ საშინელება იყო, მაგრამ ციხეებსაც გასცდა უკვე ეს მარაზმი და ტოტალური ხასიათი მიიღო.
არ შეიძლება, ამ პერიოდში იყო ლიდერი და ვერ ამჩნევდე ამას და თუ ამჩნევ, ზომების მიღება არ შეგეძლოს.
სწორედ ამიტომაც ვგმობ მიხეილ სააკაშვილს.
თუ ამ ყველაფერს ხედავ და ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებ, ე.ი. ამ ამბების შეგნებული მონაწილე ხარ, ხოლო თუ ვერ აკეთებ ვერაფერს აღსაკვეთად, მაშინ უნდა ადგე და წახვიდე.
ამ თემის გახსნის მიზანი კი ის არის, რომ ბოლო დროს ბევრი იუზერი მეუბნება, რომ აღარ ვპოსტავ ან თუ ვპოსტავ, ლაითად, ანუ ჩვეულ ფორმაში აღარ ვარ.
ხოდა აი ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი.
პ.ს. ადამიანობაა მთავარი ცხოვრებაში და არც პოლიტიკის და საერთოდაც არაფრის გამო, ადამიანობა არ უნდა დაკარგო!
პ.ს.ს. ყოველივე ზემოაღნიშნული იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქოცი გავხდი.
არამც და არამც )))))))))))))
უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რასაც ვფიქრობდი.