არ ვიცი რამდენად სწორად ვწერ, მგონი ახალი თემა გავხსენი, არ ვიცი, ახალი ვარ, ამიტომ თუ რამეს არასწორად ვაკეთებ დამინდეთ

მოკლედ, რამდენიმე კვირის წინ გარდამეცვალა ძალიან ახლობელი ადამიანი. ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც მართლა ბოლომდე კარგი ურთიერთობა მქონდა და რომელიც ბოლომდე შერიგებას და ისევ ერთად ყოფნას მთხოვდა. მე ძალიან მეგობრულად ვიყავი მასთან, იმიტომ რომ ჩვენი დაშორებიდან უკვე რამდნეიმე წელი იყო გასული, მას მერე კი ბევრი რაღაც შეიცვალა. ის ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში... მისმა სიკვდილმა ბოლო მომიღო

ვერ გიხსნით, რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, გამუდმებით მასზე ვფიქრობ, სულ მეტირება. მახსენდება ბევრი რამ ჩვენი ურთიერთობიდან, მართლა კარგი ადამიანი იყო, რაღაცნაირი, ერთი წყენა არ მახსოვს მისგან. ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ის უკვე აღარ არის. და ახლა, რომ გარდაიცვლა, ვხვდები რომ მეც მომწონდა თითქოს, ან იქნებ ესე მგონია და უბრალოდ სინანული მალაპარაკებს? სულ ვკითხულობ ჩვენს ნაწერებს ფეისბუკში, იმ მუსიკებს ვუსმენ რასაც ერთად ვუსმენდით და ეს უფრო ცუდად მხდის... ვიცი რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიქცევი. სულ თვალწინ მიდგას, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სიზმარშიც ხშირად ვხედავ. ვიძინებ მასე ვფიქრობ, დილით თვალებს გავახელ თუ არა ისევ თვალწინ მიდგას. განსაკუთრებით იმას ვერ ვპატიობ ჩემ თავს როგორ მთხოვდა ხოლმე შეხვედრებს ბოლოს და აღარ ვხვდებოდი

არ ვარ ისეთი ადამიანი ხალხში რომ დავიწყო ტირილი და მოთქმა, პირიქით, ხალხში ყოველთვის ვცდილობ, რომ თავდაჭერილი ვიყო, მაგრამ გული მაქვს ძაან ცუდად

ყოველ ღამე ვტირი... მოკლედ, იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ ან უბრალოდ რამე მითხრათ, რა გავაკეთო