თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს განახლებული ფიგურული სრიალის ცენტრი დაათვალიერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს ,
სპორტულ ცენტრში გიგი უგულავა იმ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა, რომლებიც 2013 წელს ქალაქ უტრეხტში ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალში პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს (ჩოგბურთელები და ძიუდოისტები)."ფიგურულ სრიალი ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობაა. თბილისში არსებული ფიგურული სრიალის სპორტული სკოლა ორწლიანი პაუზის შემდეგ, ფუნქციონირებას კვლავ გააგრძელებს. თბილისის მერიამ სპორტულ სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე დაასრულა. გარემონტდა შიდა ინტერიერი და გამოიცვალა ყინულის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარი, მოეწყო გასახდელი ოთახები და სავარჯიშო დარბაზი. სპორტული სკოლის აღდგენა სპორტის აღნიშნული სახეობის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს", _ აცხადებენ მერიაში.
2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. შესაბამისად, ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
რუსა
მოი მოჰყე
Morgan Freeman