,,ბინა ადრე მისცეს. ჩაუტანა შაშკინმა დოკუმენტი და ის ბინა მერე გაქრა“, - ამის შესახებ ვიცეპოლკოვნიკის ალექსანდრე ტუღუშის დედა, იამზე ტუღუში ,,გურია ნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.,,ბინა ადრე მისცეს. ჩაუტანა შაშკინმა დოკუმენტი და ის ბინა მერე გაქრა“, - ამის შესახებ ვიცეპოლკოვნიკის ალექსანდრე ტუღუშის დედა, იამზე ტუღუში ,,გურია ნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუშიიამზე ტუღუშის თქმით, მისი შვილი მედიას ინტერვიუს არ აძლევს. არც ბინა მოუთხოვია და საქართველოში მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჯარისკაცებს, რომელსაც პროტეზირება სჭირდებათ, ამერიკაში წაიყვანოს.
_არანაირი ბინა არ გააჩნია და ძალიან განერვიულებულია თვითონ. საერთოდ ბინა არ მოუთხოვია ამ კაცს. მას რეაბილიტაცია არ აქვს დამთავრებული. იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჯარისკაცები, რომლებსაც სჭირდებათ პროტეზირება და რატომღაც აქ არ დააფინანსეს, ამერიკაში წაიყვანოს. ავტოფარეხში მე თვითონ ვიყავი ჩემს შვილთან რამდენიმე დღე. ნერვიულობისგან ჩემი მეუღლე წაიქცა და შერყევა აქვს. ჩვენც ძალიან განერვიულებულები ვართ. ბინა სულ არ მოუთხოვია და რატომ ააგორეს ასეთი რაღაცა არ ვიცი.
_ პრეზიდენტის განცხადების თანახმად....
_ პრეზიდენტი რა შუაშია?! მას ბინა არ აქვს თბილისში. მე არც პრეზიდენტის განცხადება მაინტერესებს და არც მეორე მხარის, იმიტომ რაც ითქვა, ბინა _ არ აქვს.
_ ამჯამად სად მუშაობს ალექსანდრე?
_ ის მუშაობს ამერიკაში და როგორც კი იქ დაბრუნდება, სამსახურში გავა. ძალიან გთხოვთ, რაიმე ისეთი არ დაიწეროს მის გარეშე.
_ არა, მხოლოდ თქვენს სიტყვებს დავწერთ...
_ ისეთი ამბავია, ვინ ტყუილს ამბობს და ვინ მართალს _ ვერ გაიგებ. თვითონ არავის აძლევს ინტერვიუს, რადგან მას ბინა არ მოუთხოვია. მას ბინა მისცეს ადრე, თუმცა მერე აღარ დახვდა და იცოდა, რომ არ ჰქონდა.
_ წინა ხელისუფლებას გულისხმობთ?
_ ადრე მისცეს. ჩაუტანა შაშკინმა და ის ბინა მერე გაქრა.
_ უფრო რომ დავაკონკრეტოთ: მინისტრმა შაშკინმა მას ჩაუტანა დოკუმენტი, რომლითაც თბილისში ბინა ჰქონდა და ჩამოსულს არ დახვდა?
- დიახ. არ დახვდა ბინა. ეს ნამდვილად ასეა. იმის მერე არც მოუთხოვია და რატომ ააგორეს, რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი.
_ ხელისუფლება ყურადღებას გაქცევთ? ძველსაც ვგულისხმობთ და ახალსაც
_ არ ვიცი, მე ვერანაირ ყურადღებას ვერ ვხედავ. ადამიანს, რომელიც არის კოსოვოში ნამყოფი, ორჯერ ერაყში ნამყოფი და წითელი ზონის უფროსად ნამუშევარი, რომელიც არის ცხინვალის ომის მონაწილე და და მარჯვენა ფლანგზე იბრძოდა, რომელიც არის ავღანეთში, ამერიკელებთან ერთად ჩატარებული წარმატებული ოპერაციის მონაწილე, ხოლო მეორე ოპერაციაზე დაჭრილი და არცერთი ფეხი არ აქვს, ამნაირ ადამიანს ვერ ვხდები რა ყურადღება აქვს საერთოდ. ამიტომ ძალიან გაღიზიანებული ვართ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს ვისაც რა უნდა ის წეროს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას იამზე ტუღუშმა.
რაც შეეხება ვიცე პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს, ის 2004 წლიდან 19 ჯილდოს მფლობელია: მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (2004 წელი, კოსოვო); ნატო-ს მედალი კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის (2004 წელი); ამერიკის არმიის ღირსების მედალი (2006 წელი, ერაყი); ამერიკული მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავი (2008 წელი, ერაყი); ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (2008 წელი, რუსეთ-საქართველოს ომი); მედალი 5 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის (2008 წელი); გენერალი კვინიტაძის მედალი (2009 წელი); მედალი "სამშობლოსთვის თავდადებული" (2009 წელი); მედალი 10 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის (2009 წელი); ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედალი (2010 წელი); ნატო-ს მედალი ავღანეთში ჩატარებული ოპერაციებისთვის (2010 წელი); მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის (2011 წელი); ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2011 წელი); გენერალ მაზნიაშვილის მედალი (2011 წელი);
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2012 წელი); ამერიკის მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავი საბრძოლო (2012 წელი, ავღანეთის I მისიაში მონაწილეობისთვის); მედალი საბრძოლო იარისთვის (2012 წელი, ავღანეთი); მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (2012 წელი); მედალი 15 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის (2013 წელი).
http://www.newposts.ge/?l=G&id=19799#.Uj1I0iy4D68.facebookმიშა შენი ჯიში და ჯილაგი მოვდღან შე ცრუპენტელა შენა