სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა"
კახა კალაძის დაცვის წევრმა ზესტაფონში 27 წლის ქალი გაიტანა
"ასეთი ცოდვის ტარება ადვილი არ არის"
თქვეს, რომ მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადაო... მართალია?!
- დაჯახების დროს ხატიას მამამთილი იქვე, ჭიშკართან იდგა და ყურძენს კრეფდა. ხელში დანა ეჭირა. ეს უბედურება რომ დაინახა, აზრადაც არ მოსვლია მისი გადაგდება, სად ჰქონდა მაგის თავი, მძღოლმა კი დანიანი კაცი რომ დაინახა, შეეშინდა და უკან უკან წავიდა, მერე კი პირდაპირ პოლიციაში მივიდა...
ის ადამიანი თავადაც ძალიან უბედურია - ასეთი ცოდვის ტარება ადვილი არ არის. ოჯახი არ ჩივის. რომ დაიჭირონ, ამით მაინც არაფერი გვეშველება, ხატია არ გაგვიცოცხლდება.
http://www.kvirispalitra.ge/justice/18760-...-daejakhaq.html