#38150403 · 25 Sep 2013, 18:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ იურისტებო, ესეიგი არსებობს ესეთი პრობლემა მეუღლეს ჰქონდა 2008 წლიდან ვადაგადაცილებული საკრედიტო ბარათი ტაობანკიდან, სულ 700 $ ომის შემდეგ მეუღლემ დაკარგა სამსახური და ვეღარ გადავიხადეთ ეს თანხა , თან ჯანმრთელობა გაუუარესდა და უმუშევარი დარჩა. მე რაც შემეძლო ვმუშაობდი ვმუშაობ, რაღაც პატარა თანხა შევიტანე იმიტომ რომ დამირეკეს და მითხრეს რომ თუ არ შეიტან სასამართლოს გადავცემთო, ეგ იყო 2 წლის წინ , მაგ დროს სამსახურიდან ცოტა ფული მოვაგროვე და გადახდას ვაპირებდი, მე საზღვარგარეთ ვიყავი მივლინებით , მეუღლეს ურეკავდნენ და თანხის შემოტანას სთხოვდნენ მეც დაურეკე იმ კაცს , მითხრა 1400$ სულ შემოსატანიო, შევთანხმდით რომ 700 $ შევიტანდით ეხლა , 800 $ ერთ თვეში ,ვინაიდან პროცენტი მოიმატებს და 100 $ მეტი მოუწევსო, მაგაზეც თანახმა ვიყავი მეუღლე რომ მივიდა ბანკში ესე არ გამოვაო და 1800 გაქვთ გადასახდელიო, მე 100 $ მეტი არ შევატანინე, ვერ გავიგე რატო იძახდნენ სხვადასხვა თანხას და შემეშინდა სულ არ დამეკარგა ის თანხაც. პრინციპში იმის თქმა მინდა რომ გადახდა მინდოდა და მაგათი უაზრობით ვეღარ გადავიხადე. ახლა წერილი მოვიდა ტაოდან 5000 $ გადაიხადეთ 14 დღეშიო წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გადავცემთო ,მე მაგხელა თანხის ერთიანად შემტანი ვერ ვარ და რა ვქნა მირჩიეთ. * * * მეუღლეზე არაფერი არ არის რეგისტრირებული ბინა ჩემზეა გაფორმებული , ჩაწერილიც არსად არარის. * * * რა შეუძლია ბანკს გააკეთოს რა ცვლილებებია ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში?
|