„სანამ ვიყავი მინისტრი და პროკურორი, რა თქმა უნდა, შესაბამისი დოზით საქმის მასალები ვიცოდი და პირველი სტრატეგიული ნაბიჯი, რაც ბატონ არჩილთან ერთად დაიგეგმა, იყო ის, რომ შემოწმებულიყო, ვერსია, რომელიც საზოგადოებას მოგვყიდეს, იყო თუ არა საფუძვლიანი. ის, რაც იმ დროისთვის საქმის მასალებში იყო, პირადად ჩემი აზრით (მაგრამ არ ვიცი, შემდეგ რა გამოიკვეთება), რბილად რომ ვთქვათ, არცთუ მყარს ხდიდა ვერსიას, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე საპროკურორო ფუნქციები დავთმე, კანონით მეკრძალება, სისხლის სამართლის რომელიმე საქმეში ჩავიხედო. აქედან გამომდინარე, შევწყვიტე ამ საქმეში ჩახედვაც“,– განაცხადა თეა წულუკიანმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ის ვერსია, რომელიც იყო, არ მოეჩვენა საფუძვლიანად“
ამასთან, მისივე თქმით, თავად მთავარი პროკურორი საქმის გახსნასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
http://frontnews.ge/ge/news/8433 * * *
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...oiyureboda.html