... მუხიანი 2 თბილისში მუხიანში, დუმბაძის ბოლოს ნაკვეთებიდან იწყება და დაახლოებით 6 000 მაცხოვრებელს მოიცავს...
წყალი არაა,,გზა არაა..სანიაღვრეები არაა.კანალიზაცია არაა !!! ანტისანიტარიაა..ერთი დიდი წვიმა და მეორედ მოსვლაა გზებზე... ერთი მარშუტკა დადის საათში ერთხელ და თუ დადის უტყდება, რესორი ხან ტორმუზი...
ყოველ წელს ,არჩევნებიდან არჩევნებამდე ამოდიან პოლიტიკოსები რჩევებით, დაპირებებით,,,და ისევ მიდიან..ისევ მოდიან და ასე შემდეგ.. შედეგი კი ზერო....
ახლაც ამოსული გახლდათ ბატონი სოსო ჯაჭვლიანი, თან ახლდა მუხიანი 2-ის არასამთავრობო ორგანიზაცია.. რომელბამაც ჩანთიდან დააძრეს რაღაც დოკუმენტები მთელ სამთავრობო მაფიაზე ,უგულავას მაქინაციებ\ზე და ასე შემდეგ...
წავიდა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი...მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი..ჰაი და ჰაუი და ჩვენ არასამთვარებო ვართ,,ჩვენ ამას ვიზამთ..თუ საჭირო გახდა ვუჩივლებთ და მოკლედ გმირად ყოფნის ამაღელვებელი პათოსი იკლაკლნებოდა ჰაერში რომ ჯაჭვლიანმა უსმინა, უყურა და ერთი-ორი ცალყბა სიტყვის გადმოგდების შემდეგ დატყდა...
...გავცოფდი!!!!!!!!!!
მოკლედ და ლაკონურად..
მუხიანის ნაკვეთებში,
1. სასწარფოდ დაჩქარდეს დუმბაძის ბოლოსთან არსებული თხრილის დასრულება რის შედეგადაც დარეგურილებული იქნება იქვე არსებული მონაკვეთის წყლის და კანალოიზაციის საკითXი და მარშუტკებიც აღარ ივლიან შემოვლითი გზით..
2. ერთ-ერთ უბანშI, ვარდისუბანში დაინიშნოს მარშუტკა საათში ორჯერ !!! იმის გათვალისწინებით რომ უმეტეს ხალხს ქალაქში სამუშაოდ გასვლა 1 საათით ადრე უწევთ არსებული გრაფიკის გამო - პლიუს = მძღოლები დაუდევრად არიან, თვითონ აქვთ განაწილებული ხაზი და საკუთარ გზად მიაჩნიათ , როცა უნდათ აგვიანებენ და შემდეგ შუმახერივით ამ დანგრეულ გზაზე 180-ით მიქრიან ,ყოველდღე გაფუჭდება ლოგიკურია ...
3. გადაიხედოს ის მთელი რიგი დოკუმენტაცია, რაც ამ არასამთვარობო ორგანიზაციას აქვს მოგროვილი, დროულად შეიქმნას გზის და კანალიზაციის პროექტი და დაიწყონ საქმის კეთება არა არჩევნების შემდეგ ...არამედ ახლავე !!!!!!!!!!!!!
