ფრაზები სოლოლაკში ჩატარებული “სხოდკიდან”რა თქვა ექსპერტების რისხვად ქცეულმა მთავრობის მეთაურმა
(მეორე, შევსებული “გამოცემა”)
-
“სად არის ასი საწარმოო – 205 საწარმო დაფინანსდა, სასწაული ხდება”.
“ადეიშვილი პირველი თაობის ტელეფონს ხმარობდა და უნიჭიერესი კაცია”.
“ეგრე არ არის, ჩვენ რომ პროკურორების და მოსამართლეების დასჯას ვითხოვთ. საიდან მოვიყვანოთ ახალი პროკურორები?”.
“აბა, პუნქტობრივად განმიმარტეთ, რას გულისხმობდით ამ გამონათქვამებში, თქვენ ავტორიტეტიანი ხალხი ხართ, საზოგადოებაში ნდობა გაქვთ, მედია თქვენს ნათქვამს ტირაჟირებს, ცოტა სიფრთხილით მოეკიდეთ თქვენს პროგნოზებს, დევალვაციას ნუ მოახდენთ”.
“სასომხეთის პრეზიდენტს ძალიან კარგი იუმორი აქვს. ასე მითხრა, სულელი მილიონერი კი მინახავს, მაგრამ მილიარდერი არაო”.
“სამართლიანობის აღდგენის პროცესშიც ყველაფერი გავაკეთეთ და დაპირებებზეც პრეტენზიას არავისგან არ მივიღებ”.
“პლეხანოვი დაანგრია და გადაღება და ქალაქებს ვაშენებ ხუთ წუთშიო, აღმაშენებელს ედრება”.
“ჩვენ რომ მარატორია გამოვაცხადეთ, მაგას მოვხსნით”.
“ესენი მიიღებდნენ ეკონომიკურ კოლუფსს, ჩვენ რომ არ მოვსულიყავით”.
„მე არ ვაპირებ, გადასვლის შემდეგ რაღაც ორგანიზაციები შევქმნა და დავაფინანსო, არ მითქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში შევქმნი და ასე შემდეგ, მე ვთქვი, რომ მივდივარ საზოგადოებრივ სექტორში“
„ქვეყნის დალაგებას, რისი პირობაც დავდე და ევროპული დონის სახელმწიფოს შექმნას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 20 წელი სჭირდება. მე ეს 20 წელი ვაპირებ, საზოგადოებრივად აქტიური ვიყო და ამ პრობლემებს მივხედო“;
„იქნება, მაქსიმუმ, 7-10 კაცი, რომელიც დამეხმარება, ალბათ, გამოჩნდებიან ახალი სახეები, ახალი ექსპერტები, ახალი ანალიტიკოსები, ცოცხალი, ჯანსაღი მუხტი“;
„ბიჭებს და გოგონებს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“, არა აქვთ შანსი კარგა ხნის განმავლობაში, რომ პოპულარულები გახდნენ. მე ვერ ვხედავ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შანსს“;
„სასწაულები ხდება ჯანდაცვის სფეროში, უდიდეს პრობლემებსაა შეჭიდებული სერგეენკო, დაპირებებიც შევასრულეთ, ეკონომიკის გაუმჯობესებას 15-20 წელი უნდა და ეს არის ოპტიმისტური პროგნოზი“;
„რუსეთის როლი, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ კარგი იქნება ეს როლი თუ შესუსტდება, რუსეთის როლი მაინც აუცილებელი იქნება. ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, რაც ვიცი, მე პირდაპირი ინფორმაცია არაფერი არ გამაჩნია, მაგრამ მავთულხლართების თემა უკავშირდება პირდაპირ ოლიმპიადას“;
„ჩემი აზრით მათაც არ აწყობთ მავთულხლართების საკითხი. ეს ჩემთვის მაქსიმალურად მძიმეა და ვცდილობთ მხარში დავუდგეთ დაზარალებულ მოსახლეობას. სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან“;
„სააკაშვილს პირველივე შეხვედრაზე შევახსენე – რამდენი რჩევა მომიცია, გახსოვს ერთი მაინც, რომ საჩემო ყოფილიყოს და არა საშენო? – მითხრა არაო. გინდა ახლა ყველაზე კარგი რჩევა მოგცე-თქო? – რა თქმა უნდა მინდაო, გასწორდა, ცოტა მოხრილი იყო. ყველაზე კარგი ნაბიჯი, ახლა იქნება რომ გადადგე-თქო, რადგან ეს არ მოეწონება ევროპას და ამერიკას. მე ვერ ვუღალატებ, ევროპას, მსოფლიოსო – სააკაშვილის პასუხი ასეთი იყო. მე იქ გულწრფელი ვიყავი”;
„აშენდა იუსტიციის სახლები და პარლამენტის შენობა ქუთაისში რომელიც მაპატიეთ და “კანიუშნად” ვერ გამოიყენებ!“;
„რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილსა და კბილაშვილს შორის კონფქლიტს, კონფლიქტი არ არსებობს. ლაშა არის გამოცდილი. იგი არის ნიჭიერი ინტელექტუალი კაცი, აჩიკოს ის მხარში უდგას. არჩილ კბილაშვილი ამერიკელებსაც მოსწონთ და ევროპელებსაც. ლაშა უფრო პრაქტიკულია და მეტი გამოცდილება აქვს. ხშირად წყვეტს ის იმას, რაც არის კბილაშვილის გადასაწყვეტი, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა“;
„მე ჩემს თავში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ თქვენ იმედი გამიცრუეთ, თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ მე თავს ვარიდებ ამ ბრძოლას. ექსპერტები ხართ, ამას ამბობთ და საფუძველი არ აქვს – ეს არის პრობლემა, სხვებისგან ითხოვთ, იყვნენ იდეალურები და თქვენ არ ხართ ასეთები”;
„მასობრივად შემცირდა კრიმინალი, ნახეთ სტატისტიკა, ამას ვინც არ ეთანხმება სხვა აჩვენოს, მაგალითად მამუკა არეშიძე, როცა ამბობს რომ აფეთქდა ნარკომანია, სად აფეთქდა და სად აუფეთთქდა მე მაგასც ვკითხავ ბოლოს არეშიძეს“.
წყარო:
http://zonanews.ge/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%8...83%A0%E1%83%94/ This post has been edited by "FresH" on 26 Sep 2013, 14:33
Lord Jesus Christ, Son of God, have mercy on me, a sinner.