1. საქართველოს პრეზიდენტი ... უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას....
კონსტიტუციის 69.1 მუხლი დღეს
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
კონსტიტუციის 69.1 მუხლი ნოემბრიდან
უზრუნვეყოფდა თუ არა მიშა ქვეყნის ერთიანობას? ჰეჰე
უზრუნველყოფს თუ არა მარგველაშვილი ქვეყნის ერთიანობას? ჰეჰეჰე
მაშინ როცა პრემიერი გვეუბნება, რომ თურმე ოლიმპიადის გამო მიიღობა რუსეთმა ტერიტორია და გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რა საჭიროა ეს მუხლი? ტრუხა მუხლია და ამოვიღოთ ბარემ და გვეცოდინება რომ პრეზიდენტი არის პოლისჯოხი, არაფრის მაქნისი და ჩვენც ვართ მჯიღოსანთა ლაშქარი
ასევე ჩამოვართვათ პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქცია და ასევე გვეცოდინება რომ თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი.
ჰო და კიდე ერთი, პრემიერის კრიტიკის მორალური უფლება თქვენ არ გაქვთ, არც ამ ფორუმზე და არც სხვაგან, რადგან იმას რასაც ის ამბობს თქვენ თქვენი უმოქმედობით მხარს უჭერთ და კვერს უკრავთ, მეტიც, გულის სიღრმეში ამართლებთ კიდეც, რადგან სხვა შემთხვევაში მოგიწევდათ საკუთარ თავთან უსუსურობის და უტრაკობის აღიარება, რაც თქვენთვის, ისევე როგორც ჩემთვის და ყველასთვის ტრაგედიის ტოლფასია. ინდივიდუალურად ნუ მიიღებთ, ყველას ერთად გვეხება ერთობლიობაში.
ამიტომ ხომ არ ჯობია ვაღიაროთ, ჩვენ თავთან, ერთმანეთთან მაინც, რომ ვართ უტრაკოები, რომ ჩვენ არც სახელმწიფოს აშენება და მით უმეტეს არც მისი დაცვა არ შეგვიძლია და იქნებ გულზე მაინც მოგვეშვას და რამე სხვა გზა გამოჩნდეს.
შემეძლო რამე საქებარი თემა გამეხსნა, უტატატა რა მაგრები ვართ ეს ქართველებითქო მაგრამ მერე იტყოდით მაგრები არა ფლავიო ჰოდა მეც: "გამარჯობა, იმიტომ"...