,,კომერსანტის’’ ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის მეხუთე კომპონენტში 30 მილიონზე მეტი სესხი გაიცა. როგორც ფონდიდან გვაცნობეს, 30 მილიონ 104 ათასი ლარით 26 საწარმო დაფინანსდა.
რაც შეეხება შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის პირველ კომპონენტს, ჯამში 2685 პირზე მილიონ ლარზე მეტი კრედიტი გაიცა. მეორე კომპონენტში 2708 ბენეფიციარმა 53 მილიონ ნახევარზე მეტი მიიღო. მესამე კომპონენტში 219 საწარმოა დაფინანსებული 28 მილიონამდე ლარით. ჯამში, ყველა კომპონენტში ფონდმა 5393 ბენეფიციარზე 101 მილიონზე მეტის სესხი გასცა.
http://www.commersant.ge/?page=news&id=3239
ბევრს გაუტყდება მაგრამ რა ვქნათ-რეალობა ესეთია.
* * *
აჰა კიდევ.
http://www.bpn.ge/biznesi/1230-qvithibi-ba...html?lang=ka-GE"ვითიბი ბანკმა" აგროპროექტის მეხუთე კომპონენტის ფარგლებში, კომპანია - "ვაზიანი კომპანი" დააფინანსა. "ვითიბი ბანკმა" კომპანია "ვაზიანი კომპანი" 1,5 მილიონი ლარით დააფინანსა. სესხი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, მეხუთე კომპონენტის ფარგლებში გაიცა. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, ღვინის საწარმოების მიერ, ყურძნის შეძენა ფინანსდება.
ჯამში, "ვითიბი ბანკის" მიერ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი დაფინანსდა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, ბანკის მიერ გაცემული აგროსესხის მოცულობა 24 მილიონ ლარს აღწევს.
კომპანია "ვაზიანი კომპანი" დაფუძნებულია 2012 წლის ივლისში. ამავე წლის დეკემბერში, "ვითიბი ბანკმა" აღნიშნული კომპანია, ღვინის ქარხნის მშენებლობისა და დანადგარების შეძენის მიზნით, პირველი სესხით დააფინანსა. ხოლო, 2013 წლის აპრილში "ვაზიანი კომპანიზე" აგრო ინვესტ სესხი გაიცა 600,000 აშშ დოლარის მოცულობით. საერთო ჯამში, ქარხნის მშენებლობისთვის და ძირითადი საშუალებების შესაძენად "ვითიბი ბანკის" მიერ "ვაზიანი კომპანიზე" გაცემული სესხების ჯამი 1,4 მილიონი აშშ დოლარია.