http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6361&lang=ge&Title]წყარო
ჰოლანდიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია), გენერალური მდივანი, ირაკლი ურუმბეგაშვილი გვაწვდის ინფორმაციას და ფოტომასალას, სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ 2009 წლის 24 იანვარს ჰოლანდიაში ჩატარებული ახალგაზრდა ქართველი მხატვრების გამოფენის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
" მაშინ როდესაც სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო, ცხინვალში ქართველი ბიჭები დაიღუპნენ, ასობით სოფელი დავკარგეთ, მაშინ როცა, ჩვენი ბიჭების გვამები უპატრონოდ ეყარნენ ქართულ მიწაზე, მაშინ როდესაც ქართველ გოგონებს აუპატიურებდნენ გზებზე, მაშინ როდესაც საქართველომ კვლავ ჩაიცვა შავი ძაძები, საქართველოს მთავრობის დიდი ნაწილი გაიქცა და ფულისა და თავიანთი ნივთების გადატანით იყვნენ დაკავებულები, მაშინ როცა, ქართველი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, 2009 წლის 24 იანვარს საქართველოს ეგრეთწოდებული პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი, დაკავებული იყო ქართველი მხატვრების "ნამუშევრების" გაცნობით ნიდერლანდებში.
კერძოდ ქალაქ ამსტერდამში–ში, კობრა მუზეუმში, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტ “ქართული სეზონის” ფარგლებში, ჩატარდა გამოფენა, სახელწოდებით: "დაბადებული საქართველოში" - რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მის მიერ საქართველოდან შერჩეულმა მომავალმა მხატვრებმა.
ექსპოზიციაზე - “დაბადებული საქართველოში”, 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა სხვადასხვა თაობის ოცზე მეტმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა, ესენია: გურამ წიბახაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, გიო სუმბაძე, მაია სუმბაძე, ნინო ჩუბინიშვილი, ვატო წერეთელი, ნინო სეხნიაშვილი, თეა თელია, თამუნა ქარუმიძე, ნიკო ცეცხლაძე,ანდრო ვეკუა, ირა კურმაევა, მაია ნავერიანი, ლიკა ლასარეიშვილი, გია ეძგვერაძე და მისი ჯგუფი.
გამოფენის ჩატარების შემდეგ, იმავე წელს, 2009 წლის 14 ივნისს, რულოვსის ინიციატივით დაიბეჭდა ამ გამოფენის ამსახველი ფერადი ილუსტრირებული წიგნი, ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით– "დაბადებული საქართველოში" (BORN IN GEORGIEN - HENDENAAGSE KUNST UIT GEORGIA - CONTEMPORARY ART FROM GORGIA - 99 UITGEVERS/ PUBLISHERS COBRA MUZEUM VOOR MODERNE KUNS AMSTELVEEN)
ირაკლი ურუმბეგაშვილი, 12 ოქტომბერი 2012 წელი
გთავაზობთ ფოტოებს აღნიშნული გამოფენიდან და სანდრა რულოვსის წიგნიდან, კომენტარები თქვენთვის მომინდია.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6361&lang=ge&Title This post has been edited by Manolo on 12 Oct 2013, 22:04
მიმაგრებული სურათი