დავაკოპირებ სტანდარტული მიშსექტის წარმომადგენლის ფბ სტატუსს :
"ნოემბერშივე.
მიშა, ნოემბერშივე, ან მანამდე მიანიჭე ამ ადგილს ქალაქის სტატუსი და გახდი მისი მერი.
მიშა ლაზიკის მერი გახდი...!!!!
და მერე ნახე...
ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი.
მეორე დღესვე დავურიგებდი ღარიბ-უპოვართ რაც რამ მაბადია, მერე საკუთარ ცოლ-შვილს და დედას, თუნდაც ურემზე შევსვამდი და ბედნიერებისა და ღირსების მაძიებელ ათიათასობით ჩემნაირ პილიგრიმს შევუერთდებოდი.
დავეხსნებოდით ამ ჭირთა მოძალებასა და პატივაყრილ ურდოს თარეშს ჩვენს სამშობლოში, დავტოვებდით ბოროტ "კამორას" და თვალზე ცრემლმომდგარნი დავიძრებოდით დასავლეთისკენ.
ვივლიდით დღითა თუ ღამით, ნება-ნება, სვენებ-სვენებით, ერთი მიზნით, ერთი იდეით ანთებულნი და ათიოდე დღის სავალზე, სადაც ზღვა არის ისეთი მშვიდი, ხოლო ხმელეთი კი ისეთი უცოდველი, ჩამოვხდებოდით ცხენებიდან, დავცემდით კარვებს, დავანთებდით კოცონს, ერთს, ორს, ათასს, მრავალს.
მერე მზერას, ამ თავისუფლების ცეცხლით განათებულ ზეცას მივაპყრობდით და განგებას, ძალასა და შემწეობას შევავედრებდით იმ საქმისთვის, რისთვისაც იქ ვიქნებოდით დაბანაკებულნი.
ხოლო შემდეგ გამორჩეულნი გამორჩეულთა შორის, სახარებისეული მცნებებივით ჩამოწერდნენ წესებს, რომლის მიხედვითაც ვიცხოვრებდით შემდგომში.
ასე დაიბადებოდა ჩვენი თავისუფლების დეკლარაცია, ჩვენი პირველი დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებდა და მომავალ თაობებსაც მოემსახურებოდა შეურყვნელად.
და დავაარსებდით "ლამაზ-ქალაქს", ჩვენს "ახალ კანუდოსს", ჩვენ საკუთარ ქალაქ-სახელმწიფოს "ლაზიკას".
მერე კი, იმ დღიდან მოყოლებული უთვალავი ადამიანი მუხლმოუხრელად იღვაწებდა, რათა ეს თავდაპირველად სახელდახელოდ, ფიცრული სახლებით მოფენილი ზღვის, ცისა და ხმელეთის შესაყარი ალაგი, სულ რამოდენიმე წელიწადში მრავალმილიონიან, მრავალცათამბჯენიან მეგაპოლისად და დანარჩენ ბედკრული საქართველოს შემოერთების სიმბოლოდ გადაქცეულიყო......
პ.ს. ლამაზ ქალაქის აღმშენებლები
30სამოსელიპირველი
This post has been edited by grafinia79 on 26 Sep 2013, 15:28
"და თუ ოდესმე ადამიანებს უმართებულოდ უსვრიათ ჩემთვის ქვა და ტალახი, მე მათ ჩემი ტაძრისთვის ვიყენებდი. ამ ტაძრის საძირკველი არასოდეს დაჰკარებია მიწას."
Слепому не покажешь, глухому не расскажешь, дебилу не докажешь.
Лягушка и с золотого трона спрыгнет в болото.