25 წლის მაია მიქაუტაძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია, რის გამოც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია - ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაციის ჩატარების სირთულიდან გამომდინარე, საქართველოში მისი გაკეთება შეუძლებელია. მაიას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს თურქეთში, რაც სამწუხაროდ, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოპერაციის ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000$, რომლის მოგროვების საშუალებაც ოჯახს დამოუკიდებლად არ გააჩნია.
მაია მიქაუტაძეს ლეიკემიის დიაგნოზი პირველად 9 წლის ასაკში დაუდგინეს, წელიწადნახევრიანი მკურნალობის შედეგად მაია გამოჯანმრთელდა და მაქსიმალურად ჩაება სამოქალაქო/საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ექიმების რეკომენდაციით მას მუდმივად უტარდებოდა შესაბამისი გამოკვლევები. მაიას შემთხვევა ითვლება სამედიცინო გამონაკლისად, მას ლეიკემია განუმეორდა 15 წლის შემდეგ, მაშინ როცა სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით დაავადების განმეორების რისკი გამოჯანმრთელებიდან 5-7 წლის განმავლობაშია.
დღეს მაიას ოჯახს, მაიას მეგობრებს და პირველ რიგში თვითონ მაიას ყველაზე მეტად ესაჭიროება თქვენი გვერდში დგომა, გულისხმიერება და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ნებისმიერი ოდენობის თანხის გამოყოფა.
უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ, თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენა.
სს "თიბისი ბანკი"
ს/კ TBCBGE22
ა/ნ GE38TB7666545161600002
პატივისცემით,
მაია მიქაუტიძის მეგობრები
პ.ს. ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ერთი წამით მაინც თუ ჩადგებით მაიას მეგობრების მდგომარეობაში, ალბათ იმ ტკივილის მეათასედს მაინც იგრძნობთ, რასაც ისინი ეხლა გრძნობენ.
ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ ნებისმიერი საშუალებით..
მინიმუმ ფეისბუქის გვერდი მაინც გაიზიაროთ...
https://www.facebook.com/Maia.Mikautadze
... რომ ჩემი ხარ და ჩემი იქნები ყოველთვის!