ამ განყოფილებაში იშვიათად ვპოსტავ, თუმცა როდესაც ფლეიმი ერქვა წლების წინ, მაშინ აქ მეტნაკლებად მიცნობდნენ, ხოლო ფორუმის უფრო პახაბნ და ქაოტურ განყოფილებებში ფრიად გამოსული უზერი გახდლით

ეს რა შუაშია, უბრალოდ თქვენი - ნეიტრალური ადამიანების ლოგიკური შეფასება მაინტერესებს ამ ამბის მიმართ: მყავს ძალიან ახლო მეგობარი გოგო - . აბსოლუტურად პლატონურია ჩვენი ურთიერთობა, რომლის არ მჯეროდა არასოდეს და დღემდეც არ მჯერა, მაგრამ ეს მართლა გამონაკლისი იყო და არის (უშნო და უსექსუალო არ არის , მაგრამ მასთან მრავალწლიანი კარგი მეგობრობა გარკვევით უფრო მეტი მიღირს, ვიდრე რაიმე სხვა; ვოტივსიო) , იმდენად ახლობელი რომ უცხოეთში, ერთ ქალაქში ცხოვრებისას საკუთარი სახლის გასაღები რომ დამრჩენია, თავის საწოლში დავუწვენივარ 99.99% პროცენტიანი ნდობა და ა.შ. მოკლედ. შიდა წრე.
მოკლედ, დაახლოებით ერთი თვის წინ ერთად წავედით რაღაც ფრონცკ ადგილას. მე სმას რომ ვიწყებ გაჩერება მიჭირს და მერე მე წავათრიე ერთერთ თბილისის ცენტრში მდებარე, ჩემთვის ხანდახან სასიამოვნო, მაგრამ მაინც სალოთე კაბაკში. იქ მე ვუბრახუნებდი და ეს უკმაყოფილოდ მიყურებდა (არ კადრულობს ასეთ ადგილებს და ამის ძალიან კარგად მესმის) იქ რომ მივიყვანე. ანუ მუჟლანურ ადგილზე არ მიმიყვანია, უფრო ალტერნატიულ - როკერულ სასმელ ზავედენში , მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ - ალიაქოთი, ზასაობები, სიგარეტის კვამლი და ა.შ.
ხოდა იქიდან ჩემი მოგონებები ქრება.! საშინლად ქრება და მე საკმაოდ მორცხვი ვარ. შემდეგი ჩემი მოგონებაა სახლში გაღვიძება პახმელიით და ამ გოგოს ვოლზე რაღაც დაპირებული ვიდეო დავუდე, თუმცა არ უპასუხია. დავურეკე, არ პასუხობს. გამიკვირდა, მეტქი რა ვუთხარი. მერე დედაჩემი მეუბნება გუშინ ღამე სახლში
ნამტირალევი მოხვედიო. გამოვშტერდი, ტირილით წლებია მგონი არ მიტირია და მთვრალზე კიდევ ხო, მაგრამ რა იყო თქო ერთი თვეა არ მინახია, რაღაც სურათებს მილაიკებს და მეც ვულაიკებ, მაგრამ არც ქუჩაში შემხვედრია და არც არაფერი. ამის მერე ჩვენი საერთო მეგობარი (რომელიც უცხოეთშია) მეუბნება, იმან მითხრა თვეზე მეტია არ მინახია და ნაჩხუბრები ვართო...
ამჟამად (და პრინციპში იმ პიანკის მეორე დილაზეც) მკიდიასავით ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლედ რა დავასკვნა - რაზე უნდა მეტირა იმ ღამეს
1) ქვეცნობიერად და ფარულად შეყვარებული ვიყავი იმ გოგოზე =- მთვრალმა დავაფიქსირე და სიყვარულები ავუხსენი
2) მთვრალს ჰორმონები ამერდამერია და ხელების ფათური დავუწყე (მომსვლია სხვებთან- ერთი შეხედვით ვინც არ მიზიდავდა იმატტან)
3) ვიღაცეებმა ჩვენ ორს რაიმე შეურაცხყოფა მოგვაყენეს და მე ვერ დავიცავი თავი და ბრაზი/წყენა/ფრუსტრაციისგან ტირილი დავიწყე
4) წარსული გულისტკივილები გადავუშალე და ტირილი დავიწყე და ამას ეწყინა
კიდევ რა შეიძლება იყოს?