რატომ ამოშალა მეგობრების სიიდან ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი?
სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, ვისაც ავთანდილ ბერიძემ სოციალურ ქსელში მეგობრობაზე უარი უთხრა. ჟურნალისტი ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა, ჯერ კიდევ ოპოზიციონერი ავთანდილ ბერიძე მას ხშირად ეკონტაქტებოდა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ატყობინებდა.
ჟურნალისტისტებთან ერთად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელშიდან მეგობრობაზე უარი უთხრა ბათუმის საკრებულოს წევრ ნაზიბროლა ქობულაძეს. მისი თქმით, ავთანდილ ბერიძე საკრებულოს წევრს ყველა დღესასწაულს ფეისბუქის საშუალებით ულოცავდა, თუმცა კრიტიკული კომენტარების შემდეგ იგი მეგობრებიდან წაშალა.
საკითხთან დაკავშირებით თავად ავთანდილ ბერიძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელიდან ყველა ის ჟურნალისტი წაშალა, ვისთანაც კონტაქტის სურვილი აღარ აქვს. მისი განმარტებით, ფეისბუქზე მეგობრობას ისეთ ადამიანებთან ამჯობინებს, ვისთანაც ხშირი და ახლო ურთიერთობა აკავშირებს.
მედიაქსპერტ ნათია კუპრაშვილი მსგავს პრეცენდენტს, როცა საჯარო მოხელე სოციალურ ქსელში ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს, ვერ იხსენებს. მისი აზრით, იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც საჯარო მოხელის მეგობრების სიაში მოხვდნენ, კოლეგების სოლიდარობის ნიშნად მეგობრობაზე უარი თავადაც უნდა თქვან.
ავთანდილ ბერიძე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის ფოტოებზე კრიტიკული კომენტარები გაჩნდა.
http://www.ireporter.ge/?p=55479
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █