http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6046&lang=ge&Title''იდიოტი, კრეტინი, გათახსირებული... ან ავადმყოფია მაგ სტატიის ავტორი, ბაზალეთში რამდენიმე ხნის წინ ტრენინგზე ვიყავი და ისიც ერთხელ... თუმცა, ''ნაციონალური მოძრაობის'' შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია. სერიოზულად უქრის მაგის დამწერს. არანაირი ქალები არ აგვიყვანია, იდიოტის მონაჩმახზე კომენტარს არ ვაკეთებ. თუ სურვილი აქვს, მიჩივლოს!''
ეს სიტყვები აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს (რომელიც ''ციტრამონს'' ''ანალგინისგან'' ვერ ასხვავებდა), საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ცხონებული ლუი დე ფიუნესის ქართველ ორეულს, კობა ხაბაზს ეკუთვნის. ხაბაზი მას შემდეგ გამწარდა, როცა მისი კულუარული ავკაცობა გამოვამჟღავნე მის ძმაკაც გივია თარგამაძესთან დაკავშირებით... აკი თვითონვე აღიარებს, ტრენინგებზე ბაზალეთში ერთხელ ვიყავიო? ჰოდა, რომ იყო, სწორედ მაშინ აუყვანიათ მაგას, ლევან თარხნიშვილს, გიორგი ვაშაძესა და გივია თარგამაძეს ბოზები.
ამაზე ''კვირის ქრონიკაში'' დავწერე, მაგრამ ''ალიას'' მკითხველებისთვის გავიმეორებ:
ბაზალეთში ისე დათვრნენ, ეს ჩემისები, ქალები ერთმანეთში აერიათ და ხაბაზმა თარგამაძის ბოზი იხმარა. გივია გამოფხიზლდა, ყველაფერი გაიგო და ატყდა ''შუხური'', კობაია მეფუტკრემ თავზე სკამი დაამტვრია. თვითმხილველს ვკითხე, გივია უფრო ზორბაა, ხაბაზი რანაირად მოერია-მეთქი? ეეეჰ, თარგამაძე ისეა გალოთებული, ხაბაზი კი არა, ხარაზიც მოერევა თავისუფლადო.
ახლა ხაბაზი იძახის, ზედელაშვილმა სასამართლოში მიჩივლოსო... კი, მაგრამ გივია თარგამაძის ბოზი მაგან იხმარა, მე რატომ უნდა ვუჩივლო სასამართლოში?!
''მთავრობავ, უმრავლესობავ, მომხრეებო, გადამხტარებო, მიტმასნილებო და ა.შ. დაელაპარაკეთ პრემიერს, აუხსენით, დაუჩოქეთ, წამოუწექით, შეევედრეთ, უცეკვეთ, საათი აჩუქეთ, ბერას სიმღერები უმღერეთ, მასაჟი შესთავაზეთ, რაც გინდათ, ის გაუკეთეთ, ოღონდ წასვლა გადააფიქრებინეთ, თორემ წასულია თქვენი საქმე... მე ჩემი მითქვამს და სხვანაირად მიშას ელაპარაკეთ''.
აი, ეს სიტყვები კიდევ ''მედოლე'' გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრი იყო და ფიჭვს წიფლისგან ვერ ასხვავებდა, კაცი ლექსებს წერს და არსებით სახელს ზმნისგან ვერ არჩევს. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე: კაცი გადმომდგარა და იმუქრება, თან ღადაობს... რაღაც ვერ ვიხსენებ, ან კობა ხაბაზს, ან გოგა ხაჩიძეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სადღაც სამი თვის განმავლობაში ხმა ამოეღოთ, ვირთხებივით სოროებში იმალებოდნენ, ემანდ ხელი არავინ გვტაცოსო. ნელ-ნელა გამოძვრნენ, ნელ-ნელა გათამამდნენ და როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილის კოჰაბიტაციის წყალობით, ისევ გაბლატავდნენ...
ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის შემცვლელი? ამ თემაზე მედიაში და პოლიტიკურ წრეებში საუბრები არ წყდება. სხვათა შორის, ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ იქცევა სწორად, არ შეიძლება, მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა უცებ გაამჟღავნო და როგორც შენ გინდა, ისე დანიშნო. მართალია, არაოფიციალურ კანდიდატებად რკინიგზის შეფი ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი უკვე სახელდებიან, მაგრამ ეს უფრო დაინტერესებული პირების მიერ გაპიარებულ ზღაპრებს ჰგავს. დღეს პიარის ერთგვარი ტექნოლოგია დამუშავდა, რომელიღაც სააგენტო ვინმეს კანდიდატურას შემოაგდებს და მერე მთელი კვირის განმავლობაში ამაზე მიდის მსჯელობა.
მაგალითად, ექსპერტი ვაჟა ბერიძე უკვე ახალ კანდიდატურაზე საუბრობს - თურმე მომავალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი იქნება. ბერიძის თქმით, ის ივანიშვილის აქტივების, ანუ ბიზნესის მართვაში მონაწილეობს და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ არ არის პოლიტიკური ფიგურა.
თუ პრეზიდენტობა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება, პრემიერობა არ იზღუდება და თუ ბერიძე მართალს ამბობს, რა გამოდის, ივანიშვილი პრემიერად თავის ნათესავს დაგვისვამს და წავიდა დინასტიური მმართველობა?!
18 სექტემბრის ''ალიაში'' იმის შესახებაც დავწერე, როგორ გამოუვარდა გურამ დონაძე სააგენტო ''ტელეგრაფის'' ჟურნალისტებს სადარბაზოდან, როცა ისინი პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის სახლს და მანქანას იღებდნენ. ვინც ეს სტატია წაიკითხეთ, ალბათ, გახსოვთ, ნადირაშვილმა ჩემს შეკითხვაზე, მართლა ეკუთვნის თუ არა ''ტოიოტა პრადო'' პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც მას ემსახურება, პასუხი არ გამცა. მე ვწერდი, თავი აარიდა, დუმილი არჩია-მეთქი, მაგრამ საქმე უფრო რთულად ყოფილა:
- უკაცრავად, ამერიკაში წავედი, 11 საათი თვითმფრინავში ვიყავი და ახლა ვნახე... `ტელეგრაფის~ მასალაში იმაზეცაა ლაპარაკი, რომ დაცვა მყავს და თურმე ბინაც მაჩუქეს. ეს ჩვეულებრივად შეკვეთილი სტატიაა.
- მანქანა და საწვავი, მართალია თუ არა? თურმე დღეში 100 ლიტრ საწვავს გჩუქნის სააკაშვილი.
- არა, ეგეც ტყუილია, არც დაცვა მყავს.
- ამდენი სახლები, 6 ბინა, ეს ყველაფერი მოგონილია?
- ამ თემის გაგრძელება აღარ მინდა... ისე, შენი საქმის შენ იცი.
- 6 ბინა შენია თუ სხვების სახლები გადაიღეს?
- მაგას ჩემი სხვა ნათესავების ბინებიც დაუმატონ და უფრო მეტი გამოვა.
ვააჰ... მე კახეთში ვერ ჩავსულვარ თვეში ერთხელ, ესენი კიდევ დღეგამოშვებით დაფრინავენ საზღვარგარეთ. მართალია, ირმა ნადირაშვილს არ უთქვამს, მაგრამ მე მაინც გავიგე, რისთვის გაემგზავრნენ ''ნაციონალები'' ამერიკაში... მოკლედ, მიშამ თავისი მსტოვრები გაუშვა დასაზვერად და ამ დღეებში თვითონაც აპირებს გაფრენას. აბა, როგორ, არჩევნების წინ ხომ უნდა მოგვჭრას თავი მსოფლიო მასშტაბით? ჩავა, შეხვდება თავის მამობილ მაკკეინს (ბაქრაძე უკვე შეხვდა), მიიღებს მორიგ დავალებებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციაში, როგორ უნდა დაამხოს ხელისუფლება სამ თვეში და ასე შემდეგ. მერე იწოწიალებს უნივერსიტეტებში, დაიწყებს ლანძღვა-გინებას, დაუკრავენ ტაშს და ესეც ივლის გაბღენძილი.
სადღაც სექტემბრის ბოლოს გავარდება ქუჩაში, დაიწყებს ქუჩა-ქუჩა სირბილს, სპეციალურად მისთვის მიყვანილ ''ნაცაქტივისტებს'' ''შემთხვევით'' გადააწყდება, დაიწყებს ლაპარაკს, როგორ დაინგრა ქვეყნის ეკონომიკა, როგორ მოიმატა კრიმინალმა, უმუშევრობამ... ეს აქტივისტებიც სპეციალურად მიყვანილი კამერების წინ დაიწყებენ ვიშვიშს და ივანიშვილის უნიათობით გამწარებული ბევრი ადამიანი დაუჯერებს ისევ მიშას.
დამატებით ისიც გავარკვიე, რომ სააკაშვილს ამერიკაში 30 კაცი მიჰყავს, მათ შორის, ''თავისუფალი ზონიდან''. ასევე, ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ სააკაშვილმა ''ნაციონალი'' ახალგაზრდებისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო, ეს თანხები გაიხარჯება საარჩევნოდ მათ ''დატრენინგებაში''. ხომ გახსოვთ, შევარდნაძის დროს ''კმარა'' რას აკეთებდა, ჰოდა, იგივეს დაწყებას აპირებენო, მითხრეს. რატომ არ გააკეთებენ? ხელისუფლებაში რომ მოვიდა სააკაშვილი, ''მამალი კმარელები'' სულ მინისტრის მოადგილეებად და დეპარტამენტების უფროსებად დაინიშნენ...