ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც გამართული ქართული ენით არ ისაუბრებენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ. შესაბამისი ცვლილება სახელმწიფო ენისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
საკანონმდებლო ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და იგი საჯარო პირებისა და ჟურნალისტების 1000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი ისინი გამართული სალიტერატურო ენით არ ისაუბრებენ.კანონპროექტის მიხედვით, დაჯარიმდება საჯარო სამსახურში დასაქმებული ის ადამიანი, რომელიც მოქალაქეს ამა თუ იმ განცხადების მიღებაზე უარს ქართული ენის არცოდნის საბაბით ეტყვის.
ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს, თუმცა კანონპროექტმა უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, იგი 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=27081&share=true
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...