ანუ იდეა არის შემდეგი:
ვიყიდე 1978 წლის MG MGB Roadster-ი ძალიან იაფად. დიდი ალბათობით ძრავი ექნება სარემონტო. თავიდან, ანუ პირველ ეტაპზე ვივლი იმით რაც აქვს, მაგრამს საბოლოოდ აუცილებლად უნდა დავაყენო შიგნით ახალი ძრავი. აქვს 4 სიჩქარიანი კარობკა OD-ს გარეშე, ასე რმ არა მგონია თბილისის პირობებში (სანაპირო, აეროპორტის გზა, თუნდაც ვაჟა...) ძრავი კარგ დღეში დატოვოს. ნუ ეს ვარაუდია, რომ ჩამოვა და ხოდზე მოვა მერე უფრო გამოჩნდება, მაგრამ ნუ რამე ზაპასი იდეა მინდა.
8 ცილინდიანებად ბევრმა გადააკეთა, მაგრამ ნუ მაგხელა ძრავი მე არ მინდა. მინდა რამე 4 ცილინდიანი ან 6 ცილინდრიანი ძრავი რომ წვაც დაბალი იყოს და გაწევაც ნორმალური. ამიტომ არ მჭირდება 150 ცხენზე მეტი. წონა პრობლემა არაა, იმის ძრავზე მსუბუქი ყველა ვარიანტში იქნება. სტოკ ძრავი და კარობკა M44-ზე 100 კილოზე მეტით მძიმეა.
ხოდა რომ ვიცოდე რაზე მქონდეს გათვლა და როგორ, ამიტომ ვეძებ რამე დაშლილებში.
უცხოურ ფორუმებზე ტვინს ლესავენ ამ V8-ზე რომლებსაც თბილისში ვერასდროს იშოვი (მაგ. ბიუიკის V8 ალუმინის ბლოკით, უნამუსო ვიყო ეს თბილისში თუ ვინმემ იშოვოს კარგ E46 320-ზე ნაკლებად

) და რაღაც როვერის V8-ზე რომელიც ასევე ნონსენსია თბილისის პირობებში. ასევე წერენ 1992-1996 წლების კამაროს შიგნეულობას, რაც ალბათ შოვნადია (რამდენიმე ნანახი მყავს თბილისში უბედურ დღეში მყოფი). ხოდა სხვა ალტერნატივა უკვე ჩემი მოსაძებნია

ჩვენთან RWD მარტო მერსედესი BMW და ოპელ ომეგებია

ხო, ძრავის გამოცვლის იდეა ისაა, რომ გაჩნდეს ძველ კუზაოში გამძლე და კარგი ძრავი რომლის არსებობასაც დავიკიდებ. არ მინდა არც მისი სპორტული ხასიათი (ნუ პლიუსია, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს), არც მისი სუპერ სიმძლავრე. მჭირდება ეკონომიური და ვირი ძრავი. ამიტომ ტურბო ძრავის იდეა არ მხიბლავს. თან, ტურბოს იმდენი ხარახურა აქვს დამატებული რომ გაფიქრებაც კი მზარავს
Faniackსავარაუდო ფასი? ანუ მელი კომპლექტის ძრავიან კარობკიან პრავოდკიანად?
This post has been edited by GrigolS on 14 Oct 2013, 12:24