ექსკლუზიური ინტერვიუ პალიტრასთან
-დავიწყოთ, ასე ვთქვათ, თქვენი წარდგენით. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხშირად გაისმის თქვენი სახელი. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ხალხი ფიქრობს - ვინ არის ეს თომას ჰამერბერგი და რა სურს მას ჩვენგან? როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია თქვენი როლი და გავლენა ქართულ პოლიტიკაში?
-მე, პირველ რიგში, საქართველოს მეგობარი ვარ. ამ პოსტზე დანიშვნამდე საქართველოში 7 ჯერ ვიყავი, დიპლომატიური ვიზიტებით. 2008 წელს ომის დროსაც გესტუმრეთ და დღემდე ვამაყობ, რომ უშუალო მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის გამოხსნის პროცესში. მახსოვს, ცხინვალში ყოფნისას, მოხუცმა ცოლქმარმა ჩუმად მიგვითითა ოთახის კარზე, სადაც ორი ქართველი ჯარისკაცი აფარებდა თავს. ისინი გამოვიხსენით, სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცი მათი სახელები. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში გარკვეული მიჯაჭვულობაც კი განმივითარდა თქვენი ქვეყნის მიმართ. ამიტომაც დავთანხმდი ამ პოსტს, მინდოდა, გვერდში დაგდგომოდით არჩევნების შემდეგ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში, ამისთვის კი ადამიანთა უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
***
-რას ფიქრობთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ "კუდიანებზე ნადირობა" წამოიწყო? რა გავლენას ახდენს მათი ეს განცხადებები ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის წარმოდგენებზე საქართველოზე?
- სწორედ ამიტომაც უნდა მისდიოთ დაწვრილებით თითოეულ სამართლებრივ პროცედურას, რათა შემდგომ არავის ჰქონდეს საფუძველი, განაცხადოს – "მე პოლიტიკურ მოტივით დამაპატიმრეს". რაც შეეხება ევროპის შეხედულებებს ამ საკითხზე, გულწრფელად გეტყვით, რომ ევროპას არ აქვს ერთიანი, ჩამოყალიბებული მოსაზრება ამის შესახებ. მაგალითად, ევროპარლამენტში არიან საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც იზიარებენ წინა ხელისუფლების მიდგომას. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ მრავალი მათგანი, საქართველოში ჩამოსვლისა და არსებულ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, მეტი მოწიწებითა და პატივისცემით მსჯელობს, უფრო მეტ თავმდაბლობას იჩენენ და ა.შ. ჩემი პირადი რეკომენდაცია მათ მიმართ, რომელსაც ხშირად ვიმეორებ, არის ის, რომ არ უნდა იმსჯელონ და გამოიტანონ დასკვნები მანამ, სანამ ორივე მხარის არგუმენტებს არ მოისმენენ. "იყავით თავმდაბალნი და არ მისცეთ საშუალება პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, ინსტრუმენტად გამოგიყენონ, რასაც ისინი, როგორც წესი, ცდილობენ ხოლმე." – აი, რას ვეუბნები ხოლმე მათ.
-თქვენი გამოყენება თუ უცდიათ?
- ალბათ უცდიათ კიდეც, თუმცა ჩემი ინსტრუმენტად გამოყენება არც ისე ადვილია, ფარად ადამიანთა უფლებებს ვიფარებ ხოლმე (იცინის).
http://www.kvirispalitra.ge/politic/18820-...eqskluzivi.html
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]